იცით ინდომეტაცინი (ტაბლეტი, მალამი)ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინდომეტაცინის (ტაბლეტი, მალამი) გვერდითი მოვლენებია: : •    კუჭ-ნაწლავის ტრაქტი – ღებინება გულისრევით ან მის გარეშე, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, სისხლჩაქცევები, წყლული, ღვიძლის დაზიანება; •    ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები – ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ექსფოლიატური დერმატიტი, მწვავე ანაფილაქტიური რეაქციები, ასთმური შეტევა; •    ცენტრალური ნერვული სისტემა – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დარღვევა, პარკინსონიზმი; •    ფსიქიკის მხრივ დარღვევები – არსებული ეპილეფსიის გაუარესება, დეპრესია; •    გრძნობის ორგანოები – შუილი და გუგუნი ყურებში, დაგროვება რქოვანაში და რეტინის დაზიანება (მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება); •    საშარდე სისტემა – თირკმელების დაზიანება, სითხის შეკავება; •    სისხლი – ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, თავის ტვინის ჰიპო – ან აპლაზია; •    მეტაბოლიზმის დარღვევები – ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპერკალიემია. მალამო 10%: – გვერდითი   ეფექტები:პრეპარატის ამტანობა ჩვეულებრივ კარგია. შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომების გამოვლინება კანის მხრივ – ქავილი, ერითემა, გამონაყარი კანზე, წვის შეგრძნება გამოყენების ადგილას. თუ აგეღნიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენები ან უჩვეულო რეაქციები, გთხოვთ, შეუთანხმდით თქვენს ექიმს შემდგომი მკურნალობის შესახებ!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები