იცით კარდოგრელი®-ს რა უკუჩვენებები აქვს?

კარდოგრელის უკუჩვენებებია: * ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) კლოპიდოგრელის ან კარდოგრელის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; * ისეთი დაავადებების არსებობა, რომელთაც თან ახლავს სისხლდენები, მაგალითად კუჭის წყლული ან სისხლჩაქცევები ტვინში; * ღვიძლის მძიმე დაავადებები; თუ თვლით, რომ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე გეხებათ თქვენ ან რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს რჩევისათვის. თუ ქვემოთ მოყვანილი ნებისმიერი მდგომარეობიდან გეხებათ თქვენ, კარდოგრელის ტაბლეტების მიღებამდე ანდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს: * სისხლდენის განვითარების საშიშროების არსებობა, მაგალითად: • დაავადებები შინაგანი სისხლდენების რისკით (მაგალითად კუჭის წყლული); • დარღვევები სისხლის მხრივ შინაგანი სისხლდენებისადმი მიდრეკილებით (სისხლჩაქვევები ორგანიზმის ნებისმიერ ქსოვილში, ორგანოსა თუ სახსარში); • ახლად გადატანილი მძიმე ტრავმა; • ახლად გადატანილი ქირურგიული ჩარევა (მათ შორის სტომატოლოგიური); • შვიდი დღის განმავლობაში დაგეგმილი ქირუგიული ჩარევა (მათ შორის სტომატოლოგიური); – თუ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში აღინიშნებოდა აღინიშნებოდა შედედება თავის ტვინის არტერიებში (იშემიური ინსულტი); – თუ ღებულობთ სხვა მკურნალობას (იხ. “სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება”); – თირკმლების ან ღვიძლის დაავადებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები