იცით კარდურას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარდურას გვერდითი მოვლენებია: თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი, რომელიც მას აწუხებს ან ძნელად გადაიტანება და მკურნალობის პროცესში არ ქრება, მან უნდა მიმართოს ექიმს. ეს სიმპტომებია: • მიდრეკილება შოკური მდგომარეობებისადმი, გასაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან მდგომარე მდგომარეობაში გადასვლისას; • თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; • დაღლილობა/ძილიანობა, სისუსტე; • ტერფებისა და მუხლების შეშუპება, ჰიპოტონია; • ზურგის ტკივილი, მიალგია; • პირის სიმშრალე, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია; • ცხვირის გაჭედვა ან/და ცხვირიდან გამოყოფის გაძნელება (რინიტი), გრიპის მსგავსი სიმპტომები, ბრონქიტი, ქოშინი, ინფექციები. განსაკუთრებითი იშვიათად აღინიშნებოდა შარდის შეუკავებლობის შემთხ – ვევები. აღწერილია მტკივნეული ერექციისა და იმპოტენციის შემთხვევები. ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა კანის გამონაყარი, ქავილი, თრომბოციტო პენია, პურპურა, ცხვირიდან სისხლდენა, ლეკოპენია, ჰემატურია, ქოლესტაზი, ჰეპატიტის, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვეული მაჩვენებლები და მხედველობის დაბინდვა.  არტერიული ჰიპერტონიის სამკურნალოდ კარდურას გამოყენებისას აღინიშნებოდა შემდეგი დამატებითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული არც იყოს პრეპარატის მიღებასთან: ტკივილი გულ-მკერდში, ტაქიკარდია, გულისცემა, სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, ტვინის სისხლის-მიმოქცევის დარღვევა და არითმიები. ამ მოვლენების განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. თუ პაციენტს აღენიშნება არასასურველი რეაქციები, რომლებიც მოცემულ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის, ან მას კითხვები აქვს პრეპარატის ეფექტურობასთან დაკავშირებით, მან უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები