იცით კარვედი-დენკი 25-ის რა უკუჩვენებები აქვს?

კარვედი-დენკი 25-ის უკუჩვენებებია: კარვედი-დენკ 25 არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში: – თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერება – კარვედილოლის ან კარვედი-დენკ 25-ში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; – თუ აღინიშნება გულის ფუნქციის ძლიერი დაქვეითება (კარდიოგენული შოკი); – თუ პროგრესულად უარესდება გულის უკმარისობა (დეკომპენსირებული გულის უკმარისობა); – თუ აღინიშნება მწვავე პულმონარული ემბოლია; – თუ აღინიშნება უჩვეულო მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ე.წ. პრინცმეტალის სტენოკარდია, რაც გამოწვეულია კორონარული სისხლძარღვების შეკუმშვით; – თუ აღინიშნება ძალიან დაბალი არტერიული წნევა (სისტოლური წნევა >90მმ.ვწყ. სვ.); – თუ პულსი ან გულისცემა ძალიან შენელებულია: თუ კარვედი-დენკ 25 გამოიყენება გულის უკმარისობის დროს, მაშინ გულისცემის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა იყოს სულ მცირე 65 დარტყმა/წუთში.  – თუ აღინიშნება არანამკურნალები გულის უკმარისობა ან გულის გამტარი სისტემის ზოგიერთი დაავადება (მაგ. II ან III ხარისხის AV ბლოკადა ან სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა (თუ აღნიშნულ მდგომარეობას არ მკურნალობენ პეისმეკერით)) – თუ აღინიშნება სასუნთქი სისტემის დაავადების შემდეგომ განვითარებული გულის უკმარისობა (ფილტვისმიერი გული). – თუ აღინიშნება ბრონქული ასთმა ან სასუნთქი გზების სხვა დაავადება, რომელსაც აქვს მიდრეკილება განავითაროს სასუნთქი გზების სპაზმის-მსგავსი შევიწროვება (მაგ. ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი). – თუ აღინიშნება თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერაქტივობა (ფეოქრომოციტომა), რასაც არ მკურნალობენ მედიკამენტებით. – თუ აღინიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება. – თუ აღინიშნება სხეულის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ძლიერი დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი). – თუ პაციენტი კომბინირებულად მკურნალობს ზოგიერთი ანტიდეპრესანტით, გარდა MAO B ინჰიბიტორებისა. – თუ პაციენტს ამჟამად უტარდება ინფუზია ისეთი პრეპარატებით, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან კარდიოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ (ვერაპამილი ან დილტიაზემი). – ლაქტაციის პერიოდი.  კარვედი-დენკ 25 გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში: უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ ამჟამად ან ანამნეზში აღინიშნება შემდეგი მდგომარეობა ან დაავადება: – გულის უკმარისობა; – თირკმლის ფუნქციის დარღვევა; – უახლოეს პერიოდში გადატანილი გულის ინფარქტი და შემდგომ განვითარებული გულის უკმარისობა; – ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება – შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის დარეგულირება;  – დიაბეტი – შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის დარეგულირება და ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შეიძლება შეინიღბოს; – კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (ცივი ხელის და ფეხის თითები); – რეინოს სინდრომი (ხელის ან ფეხის თითების ტკივილი, რომელთაც შესაძლებელია თავიდან მიიღონ მოცისფრო ფერი, შემდეგ გახდეს თეთრი და საბოლოოდ – წითელი); – ჰიპერაქტიული ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპერთიროიდიზმი ან თიროტოქსიკოზი); – ანესთეზიამდე ან სერიოზულ ოპერაციამდე; – არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომისას ან დაჯდომისას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (ორთოსტატული ჰიპერტენზია); – გულის ზომიერი ხარისხის ბლოკადა (I ხარისხი); – გულის ანთებითი დაავადება; – პრობლემები გულის სარქვლების მხრივ; – სხეულის ძირითადი არტერიის (აორტის) შევიწროვება; – სხვა დაავადებით გამოწვეული მაღალი არტერიული წნევა (მეორადი ჰიპერტენზია); – ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციის (ალერგიის) არსებობა ან თუ პაციენტს უტარდება დესენსიტიზაციის რეაქცია ზოგიერთი ალერგენის მიმართ; – ფსორიაზი, რადგან მისი სიმპტომები შესაძლოა გაუარესდეს; – თუ პაციენტი იყენებს დილტიაზემს, ვერაპამილს ან გულის რითმის სამკურნალო სხვა პრეპარატს (იხილეთ ნაწილი უერთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან); – ფეოქრომოციტომა (სიმსივნე, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი მომატება); – თუ პაციენტი ატარებს კონტაქტურ ლინზებს – კარვედილოლმა შესაძლებელია შეამციროს ცრემლდენა და გამოიწვიოს თვალების სიმშრალე; არ შეიძლება კარვედი-დენკ 25-ით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება გულის კორონარული დაავადება.  ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკის) კარვედი-დენკ 25 არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში. ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არის საკმარისი.   ხანდაზმულები (70 წელზე ზემოთ) ხანდაზმულმა ადამიანები შესაძლებელია უფრო მგრძნობიარენი იყვნენ კარვედილოლის მიმართ და შესაბამისად უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ. სხვა ბეტა ბლოკატორების მსგავსად და განსაკუთრებით კორონარული ცირკულაციური დაავადების მქონე პაციენტებში კარვედილოლის მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათან.    მცდარი პასუხის მიღება დოპინგის ტესტის ჩატარებისას კარვედი-დენკ 25-ის გამოყენებამ შესაძლებელია დადებითი შედეგი გამოიწვიოს დოპინგის კონტროლის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები