იცით კაფრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კაფრას გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები – ტკივილი მუცლის არეში, ანორექსია, გულისრევა, ღებინება; იშვიათად – სისხლის პლაზმაში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის და ბილირუბინის დონის მატება.  ცნს-ის მხრივ: ფსიქომოტორული რეაქციების შენელება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, აგზნებადობა; ერთეულ შემთხვევაში – ტრემორი, კრუნჩხვები, პარესთეზიები კიდურებში, ექსტრაპირამიდული და კოორდინაციის დარღვევები, კოშმარული სიზმრები, ფსიქოზური რეაქციები შიშის შეგრძნების, დეპრესიის, გონების დაბინდვის, ჰალუცინაციების სახით; იშვიათად – დიპლოპია, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევა. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ტენდინიტი, მიალგია, არტრალგია, ტენდოსინოვიტი, მყესის გაგლეჯვა. სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად – ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლების გამომყოფი ფუნქციის ტრანზიტორული დარღვევა შარდოვანას და კრეატინინის დონის მატებით. დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია. ალერგიული რეაქციები: ენის შეშუპება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი. სხვადასხვა: ვასკულიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები