იცით კენალოგს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კენალოგის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება: კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, სჭმლის მონელების დარღვევა, მეტეორიზმი, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, მადის დარღვევა, კუჭქვაშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტანზია, გულის რიტმის დაღღვევა, სისხლის შედედების დარღვევა, რაც ზრდის თრომბის წარმოქმნის ალბათობას. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: დეპრესიული მდგომარეობა, ძილისა და სიფხიზლის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ნერვული მოშლილობა, მათ შორის მანიაკალურ–დეპრესიული ფსიქოზი, პარანოია, განგაშის გრძნობა, მომატებული გაღიზიანებადობა. კრუნჩხვა, კიდურების კანკალი, ქალასშიგა წნევის მომატება, სივრცეში ორიენტაციის დარღვევა. კანის საფარველის მხრივ: სტრიები, ფერისმჭამელები, პიგმენტური ლაქები, ჭრილობების შეხორცების გაუარესება, პეტექიები. ენდოკრინული სისტემის მხრივ: გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა, წონაში მომატება, სქესობრივი განვითარების დამუხრუჭება ბავშვებში, თირკმელზედა ჯირკვლის ენდოგენური ჰორმონების სეკრეციის დარღვევა, იცენკო–კუშინგის სინდრომი. გრძნობათა ორგანოების მხრივ: რქოვანას ცვლილება, კატარაქტა, თვალსიგა წნევის მომატება. ცვლის პროცესების მხრივ: ნატრიუმის დონის მომატება და კალციუმის და კალიუმის დაქვეითება სისხლში. საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის მხრივ: კუნთების ატროფია, ზრდის დარღვევა ბავშვებში, ოსტეოპოროზი, ძვლოვანი ქსოვილის ნეკროზი. სხვა: შესძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციების განვითარება, ასევე ჭინჭრის ციება, კანის ქავილი; გარდა ამისა შესაძლებელია ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები. პრეპარატისთვის დამახასიათებელი მოხსნის სინდრომის განვითარება. პრეპარატის საინექციო ფორმის მოხმარებისას შესაძლებელია ისეთი გვერდითი მოვლენები: ს განვითარება, როგორიცაა ტკივილი, წვა, დაბუჟება, შეყვანის ადგილზე ნაწიბურის გაჩენა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები