იცით კლარიქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლარიქსის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, სტომატიტი, გლოსიტი. იშვიათად – ფსევდომემბრანული კოლიტი, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, ქოლესტაზური სიყვითლე. ცნს-ის მხრივ: თავბუსხვევა, ცნობიერების მოშლა, შიშის შეგრძნება, უძილობა, თავის ტკივილი, კოშმარული სიზმრები, გემოს აღქმის დროებითი დარღვევა; ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური რეაქციები. ძალიან იშვიათად – სტივენს-ჯონსონის სინდრომი; შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – ინტერსტიციალური ნეფრიტი;  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ითვიათად – ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია;  ენდოკრინული სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში – ჰიპოგლიკემია; გვერდითი მოვლენები: პაციენტების უმრავლესობაში მცირედ არის გამოხატული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები