იცით კლიმონორმს რა უკუჩვენებები აქვს?

კლიმონორმის უკუჩვენებებია: * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში არსებული ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; * ორსულობა და ლაქტაცია; * ენდომეტრიოზი და პათოლოგიური სისხლდენები; * სარძევე ჯირკვლის დადგენილი ან სავარაუდო კიბო; * ჰორმონდამოკიდებული კიბოს წინა დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეები ან ეჭვი მათზე; * ღვიძლის სიმსივნეები ანამნეზში (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი); * შაქრიანი დიაბეტი ანგიოპათიებით; * ლიპიდური ცვლის თანდაყოლილი დარღვევები; * ორსულობის პერიოდში არსებული ოტოსკლეროზი სმენის გაუარესებით, ჰერპესი, სიყვითლე ან მუდმივი ქავილი; * ღრმა ვენების თრომბოზი გამწვავების სტადიაში, თრომბოემბოლიები ან უტყუარი ცნობები აღნიშნული დაავადებების შესახებ წარსულში; * მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემია; * ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა; * სავარაუდო ან არსებული საშვილოსნოს, საკვერცხეების ან სარძეე ჯირკვლის ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები (ასევე მათი მკურნალობის შემდეგ); * ღვიძლის ვირუსული ანთებითი პროცესის შემდეგ (ღვიძლის ფუნქციის პარამენტრების ნორმალიზებისას), პრეპარატის მიღება შეიძლება არა უადრეს ნახევარი წლისა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები