იცით კოლოსარ-დენკი 50/12.5-ის რა უკუჩვენებები აქვს?

კოლოსარ-დენკი 50/12.5-ის უკუჩვენებებია: კოლოსარ-დენკ 50/12.5 არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში: – თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერსენსიტიულია) ლოზარტანის, ჰიდროქლოროტიაზიდის ან კოლოსარ დენკ 50/12.5-ის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ; – თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერსენსიტიულია) სულფონამიდის შემცველი პრეპარატების მიმართ (მაგალითად სხვა თიაზიდები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, როგორიცაა კოტრიმაქსაზოლი; ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს; – თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში; – თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა; – თუ პაციენტის თირკმლის ფუნქცია სერიოზულად არის დარღვეული ან თირკმელი ვეღარ გამოყოფს შარდს; – თუ პაციენტს აღენიშნება კალიუმის ან ნატრიუმის დაბალი დონე ან კალციუმის მაღალი დონე, რომლის მკურნალობას არ ექვემდებარება; – თუ პაციენტს აღენიშნება პოდაგრა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები