იცით კონვურატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კონვურატის გვერდითი მოვლენებია: ნერვული სისტემის მხრივ: ზოგადი სისუსტე, თავბრუ, ატაქსია, ძილიანობა, თავის ტკივილი, დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევა; იშვიათად – უნებლიე მოძრაობები, ნისტაგმი, ოროფაციალური დისკინეზია, თვალის მოძრაობის დარღვევა, მეტყველების დარღვევები (დიზარტრია), პერიფერიული ნევრიტი, კუნთების სისუსტე, პარეზი; ფსიქიკური სფეროს მხრივ: იშვიათად – დეპრესია, უმადობა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, აღზნებადობა, დეზორიენტაცია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დიარეა ან ყაბზობა, იშვიათად – ტრანსამინაზების დონის მომატება; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – გულის გამტარებლობის დარღვევა,  არტერიული ჰიპერ – ან ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად – ბრადიკარდია, არითმია, AV ბლოკადა, კოლაფსი, გულის უკმარისობა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლიური სინდრომი; სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია; იშვიათად – ლეიკოციტოზი, ლიმფადენოპათია, აგრანულოციტოზი; სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – პნევმონიტი, ქოშინი; შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – თირკმლების დისფუნქცია (ალბუმინურია, ჰემატურია, ოლიგურია), ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა;  საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ართრალგია, მიალგია, კუნთების სპაზმი; ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ექსფოლიატიური დერმატიტი, ერითროდერმია, იშვიათად – ქავილი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), მგლურასმაგვარი სინდრომი; სხვა გამოვლინებები: ჰიპონატრიემია, შეშუპება, სხეულის მასის მომატება, ლიმფადენოპათია, გალაქტორეა, გინეკომასტია, სექსუალური ფუნქციების დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები