იცით კონკორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კონკორის გვერდითი მოვლენებია:  ნერვული სისტემის მხრივ:  განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დაწყებისას შესაძლოა განვითარდეს დარღვევები (ცნს-ის მხრივ, მაგალითად დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, აგრეთვე ფსიქიური დარღვევები (დეპრესია, იშვიათად ჰალუცინაციები). ამ მოვლენებს ჩვეულებრივ, მსუბუქი ხასიათი აქვს და როგორც წესი, ისინი ქრებიან მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ. მხედველობის ორგანოების მხრივ: იშვიათად აღინიშნება: მხედველობის დარღვევა, ცრემლწარმოქმნის შემცირება (გასათვალისწინებელია იმ პირთათვის, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს), კონიუნქტივიტი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევბში აღინიშნება ორთოსტატული ჰიპოტონია, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობის დეკომპენსაცია პერიფერიული შეშუპების განვითარებით, პარესთეზიები, რეინოს სინდრომითა და ხანგამოშვებითი კოჭლობით დაავადებულ პაციენტებში. თერაპიის დასაწყისში, აღწერილია სიმპტომატიკის გაძლიერების შემთხვევები. სასუნთქი სისტემის მხრივ: ავადმყოფებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ბრონქოსპაზმებისკენ, მაგალითად, ასთმური ბრონქიტი, იშვიათად აღინიშნება ქოშინი. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება დიარეა, ყაბზობა გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ჰეპატიტი. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, სახსრების დაავადებები (ათროპათია) ერთი ან რამდენიმე სახსრის დაზიანებით (მონო – ან პოლიართრიტი). დერმატოლოგიური რეაქციები: ხანდახან: ქავილი; იშვიათად: კანის შეწითლება, ოფლიანობა, გამონაყარი. შარდ-სასქესო ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – პოტენციის დარღვევა. ლაბორატორიული მაჩვენებლები: სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ატს, ალტ), თანხმლები (ლატენტური) შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლებელია გულკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება და ჰიპოგლიკემიის ნიშნების (მაგალითად, გახშირებული პულსი) შენიღბვა. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება. განსაკუთრებული მითითებანი: – ცალკეულ შემთხვევაში ბეტა-ადრენობლოკატორებმა (მაგალითად, კონკორმა) შესაძლოა გამოიწვიოს ფსორიაზის განვითარება, გააუარესოს ამ დაავადების სიმპტომები ან მოგვცეს ფსორიაზისმაგვარი გამონაყარი კანზე. იმ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების გაცილებით მძიმე ფორმები. – ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობისას ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს: თმის ცვენა, სმენის დარღვევა ან ყურებში ხმაური, სხეულის მასის მომატება, გუნება-განწყობის შეცვლა, მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ალერგიული რინიტი. კონკორით არტერიული ჰიპერტონიის მკურნალობა ექიმის რეგულარულ კონტროლს მოითხოვს. – ინდივიდუალური ხასიათის სხვადასხვა რეაქციის შედეგად შეიძლება დაქვეითდეს სატრანსპორტო საშუალებებისა ან ხელსაწყოების მართვის უნარი. ეს მეტად ეხება მკურნალობის საწყის ეტაპსა და პრეპარატის შეცვლის პერიოდს, ასევე ალკოჰოლის მიღებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები