იცით კორდიქსს რა უკუჩვენებები აქვს?

კორდიქსის უკუჩვენებებია: – ჰიპერმგრძნობელობა კლოპიდოგრელის ან კორდიქსის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელმაც შიეძლება გამოიწვიოს სისხლდენა (მაგ. კუჭის წყლული ან ჰემორაგიული ინსულტი) – ღვიძლის მწვავე უკმარისობა  – კორდიქსი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.  განსაკუთრებული მითითებანი კორდიქსის მიღებამდე: კორდიქსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ მოცემული მდგომარეობა გეხებათ თქვენ: თუ გაქვთ სისხლდენის რისკი, როგორიცაა: – მდგომარეობა, რომლის დროსაც არსებობს შინაგანი სისხლდენის რისკი (მაგალითად, კუჭის წყლული) – სისხლის დაავადება, რომლის დროსაც არსებობს შინაგანი სიხლდენების მიმართ მიდრეკილება (სისხლდენა ნებისმიერ ქსოვილში, ორგანოსა თუ სახსარში). – ცოტა ხნის წინ გადატანილი ტრავმა – ცოტა ხნის წინ გადატანილი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური) – დაგეგმილი ოპერაცია (სტომატოლოგიურის ჩათვლით) მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში – თუ ადგილი ჰქონდა ტვინის არტერიაში თრომბის წარმოქმნას (იშემიური ინსულტი), რომელიც განვითარდა უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში – თუ ღებულობთ სხვა ჯგუფის პრეპარატებს  – თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები