იცით კორიპრენს რა უკუჩვენებები აქვს?

კორიპრენის უკუჩვენებებია: – ლერკანიდიპინისადმი, ენალაპრილისადმი, დიჰიდროპირიდინული რიგის სხვა წარმოებულებისადმი, ან პრეპარატის სხვა ნებისმიერ კომპონეტისადმი, ამფ ინჰიბრიტორებისადმი და კალციუმის არხების დიჰიდროპირიდინული ბლოკატორებისადმი და მოცემულ სამკურნალო საშუალებაში შემავალი სხვა კომპონენტისადმი ზემგრძნობელობა; – ფეხმძიმობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში მარცხენა პარკუჭიდან სისხლის მიწოდების დარღვევისას, აორტის შესართავის სტენოზის ჩათვლით; – გულის არაკორეგირებადი უკმარისობა; – არასტაბილური სტენოკარდიის დროს; – გადატანილი მიოკარდის ინფარქტის შემდეგ პირველი თვის განმავლობაში; – თირკმლების, უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი წუთში 30 მლ-ზე ნაკლებია) ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით; – ღვიძლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს; – CP3A4 ძლიერი ინჰიბრიტორების, ციკლოსპორინების, გრეიფრუტის წვენის მიღებისას – ანამზებში შეშუპების ეპიზოდების არსებობისას ამფ გამოწვეული ინჰიბიტორების მიღების დროს; – ანამნეზში შეშუპების ეპიზოდების არსებობისას (იდიოპათიური, მემკვიდრეობით); – ფეხმძიმობა და ძუძუთი კვების პერიოდი:შვილის გაჩენი უნარის მქონე ქალები, რომლებიც არ სარგებლობენ საიმედო კონტრაცეპტივებით; – 18 წლამდე ასაკი(ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი); – ლაქტოზის აუტანლობის მემკვიდრეობითი სინდრომი, მალაბსორბციის სინდრომი. სიფრთხილით: ენალაპრინით ჰიპერტონიის მკურნალობის დროს საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ავადმყოფებს: – გამოხატული ჰიპოტონიით, 90 მმ ვწყ.სვ ნაკლები სისტოლური წნევით; – დეკომპენსირებული გულით.  ალკოჰოლი: საჭიროა მოვერიდიოთ მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღებას, რადგანაც ის იწვევს ვაზოდილატატორების ეფექტის პოტენცირებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები