იცით კო-ენალაპრილ H-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კო-ენალაპრილ H-ის გვერდითი მოვლენებია: კო-ენალაპრილ H-ის მიერ გამოწვეული არასასურველი ეფექტები მსუბუქი და გარდამავალი ხასიათისაა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტონია; იშვიათად: ტაქიკარდია, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სინკოპე. ცნს-ისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად: თავბრუსხვევა, სისუსტე, ასთენია, თავის ტკივილი; იშვიათად: უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პარესთეზია, მომატებული გაღიზიანებადობა. სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, სუნთქვის უკმარისობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა; იშვიათად: პანკრეატიტი, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, მეტეორიზმი, კუჭის ტკივილი, შეკრულობა, პირის სიმშრალე. ძვალ-სახსართა სისტემის მხრივ: კუნთების სპაზმი, ართრალგია. ალერგიული რეაქციები: სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, სასუნთქი გზების ანგიონევროზული შეშუპება. ასევე, შესაძლოა განვითარდეს კანის სიწითლე, ქავილი; თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა; იმპოტენცია; დაქვეითებული ლიბიდო; ჰიპერკალიემია; ბილირუბინის, შარდოვანასა და კრეატინინის მატება სისხლში; ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა; ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაქვეითება. იშვიათად: ხმაური ყურებში, ნიკრისის ქარი (პოდაგრა), ფოტოსენსიბილიზაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები