იცით ლამიზილს (ტაბლეტები) რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლამიზილის (ტაბლეტები) გვერდითი მოვლენებია:  სხვადასხვა გვერდითი მოვლენების წარმოქმნის სიხშირის შეფასების დროს გამოყენებულ იქნა შემდეგი გრადაცია: ძალიან ხშირად≥10%, ხშირად – ≥1%-დან 10%-მდე, ხანდახან – ≥0,1%-დან <1%-მდე, იშვიათად – <0,01%-დან <0,1%-მდე, ძალიან იშვიათად – <0,01%. ლამიზილი მთლიანობაში კარგი ამტანობით ხასიათდება. გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ სუსტი ან ზომიერად გამოხატული და გარდამავალი ხასიათისაა. ყველაზე ხშირად აღინიშნება სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (კუჭის გადავსების, მადის დაკარგვის, დისპეფსიის, გულისრევის შეგრძნება, სუსტად გამოხატული ტკივილები მუცელში, დიარეა) კანის მსუბუქი რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება), მუსკულო-სკელეტური რეაქციები (ართრალგია, მიალგია). ზოგჯერ: გემოს შეგრძნების დარღვევა, მათ შორის მისი დაკარგვა (მის აღდგენას ადგილი აქვს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში). არსებობს ცალკეული შემთხვევები გემოს შეგრძნების ხანგრძლივი დარღვევის შესახებ. ძალიან იშვიათად აღინიშნება საკვების მიღების შემცირებით გამოწვეული სხეულის მასის დაკარგვა. იშვიათად: ჰეპატობილიარული დარღვევები (ქოლესტატური ხასიათის). ძალიან იშვიათად: კანის სერიოზული რეაქციები (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ანაფილაქტოიდური რეაქციები (მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება). თუ ვითარდება კანის პროგრესირებადი გამონაყარი, ლამიზილით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ძალიან იშვიათად: ჰემატოლოგიური დარღვევები, როგორიცაა ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი ან თრომბოციტოპენია. ძალიან იშვიათად: თმის ცვენა. ამ მოვლენის მიზეზობრივი კავშირი პრეპარატის მიღებასთან არ არის დადგენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები