იცით ლეკოკლარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლეკოკლარის გვერდითი მოვლენებია:  ისევე როგორც სხვა მედიკამენტებს, ლეკოკლარსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები. თუ პაციენტს გამოუვლინდა ან ეჭვობს, რომ გამოუვლინდა გვერდითი მოვლენები, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს თავის მკურნალ ექიმს. გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ზომიერი ხასიათისაა და გარდამავალია. ხშირი გვერდითი მოვლენები (1/10-ზე იშვიათად, მაგრამ 1/100-ზე ხშირად): აბდომინალური დარღვევები (დიარეა, გულისრევა, დისპეფსიური მოვლენები, მუცლის ტკივილი, ღებინება, სტომატიტი, გლოსტი, გემოს დარღვევა, ენის და კბილის ფერის გარდამავალი შეცვლა); თავის ტკივილი; შრატში სისხლის აზოტის მომატება. არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად), ჰემატოლოგიური პარამეტრების გარდამავალი ცვლილებები (ლეიკოციტების შემცირებული რაოდენობა, ეოზინოფილების მომატებული რაოდენობა, გლოსიტი, გემოს დარღვევა, ენის და კბილების ფერის გარდამავალი შეცვლა); თავის ტკივილი. პროთრომბინის დროის და შრატის კრეატინინის დონის გაზრდა, ღვიძლის ფერმენტების გარდამავალი მომატება. იშვიათი გვერდითი მოვლენები (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად): ღვიძლის ფერმენტების გარდამავალი ცვლილებები; ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ანაფილაქსია); ყურების შუილი.; ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (1/100-ზე იშვიათად): ჰემატოლოგიური პარამეტრების გარდამავალი ცვლილება (თრომბოციტების და ნეიტროფილების შემცირებული რაოდენობა), მძიმე ალერგიული რეაქციები (სტივენს-ჯონსის სინდრომი), შიში, უძილობა, ვიზუალური ჰალუცინაციები, დაბინდული გონება, ღამის კოშმარები, ფსიქოზი, მანია, თავბრუსხვევა, სმენის გარდამავალი დაქვეითება (რაც უფრო ხშირია ხანდაზმულ ქალებში), გახანგრძლივებული QT ინტერვალი, არითმიები (ვენტრიკულური ტაქიკარდიის და ტორსადეს-დე პოინტეს სახით), ფსევდომემბრანული კოლიტი, პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები ქოლესტაზურ სიყვითლესთან ერთად ან მის გარეშე, კუნთების და სახსრების გახანგრძლივებული ტკივილი, ნეფროტოქსიკურობა. შესაძლებელია განვითარდეს ჰიპოგლიკემია იმ პაციენტებში, ვინც ღებულობს ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს და ინსულინს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები