იცით ლეპონექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლეპონექსის გვერდითი მოვლენებია:  ჰემატოლოგიური. ლეპონექსით მკურნალობას თან ახლავს გრანულოციტოპენიისა და აგრანულოციტოზის განვითარების მაღალი რისკი. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის მოხსნა, როგორც წესი, იწვევს ამ გართულებების უკუგანვითარებას, აგრანულოციტოზმა შეიძლება გამოიწვიოს სეფსისი და სიკვდილი. უმეტეს შემთხვევებში (დაახლოებით 85%) ეს გართულებები ვითარდება მკურნალობის პირველ 18 კვირას. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული სიცოცხლისათვის საშიში აგრანულოციტოზის განვითარება, საჭიროა დაუყოვნებლივ მოიხსნას პრეპარატი და აუცილებელია დაწესდეს კონტროლი სისხლში ლეიკოციტების შემცველობაზე (როგორც ეს ნაჩვენებია პუნქტში „სპეციალური უსაფრთხოების ზომები“). შეიძლება განვითარდეს გაურკვეველი გენეზის ლეიკოციტოზი და/ან ეოზინოფილია, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირას. ძალიან იშვიათად, ლეპონექსს შეუძლია გამოიწვიოს თრომბოციტოპენია. ავადმყოფებს, რომლებიც ღებულობენ ლეპონექსს, აღენიშნებათ სხვადასხვა ტიპის ლეიკემიის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ, პრეპარატის მიღებასა და ლეიკემიის განვითარებას შორის მიზეზობრივი კავშირის შესახებ მტკიცებულება არ არსებობს. ლეიკემიის შემთხვევების სიხშირე ლეპონექსით მკურნალობის ფონზე იმყოფება ამ მდგომარეობის თანხვედრაში ან არსებობაში მთლიანად პოპულაციაში. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობის გრძნობა, ძილის გრძნობა და დამამშვიდებელი ეფექტი წარმოადგენენ ყველაზე გავრცელებულ გვერდით მოვლენებს. შეიძლება აგრეთვე წარმოიშვას თავბრუსხვევა ან თავის ტკივილები. ლეპონექსს შეუძლია გამოიწვიოს ცვლილებები ეეგ-ზე, მათ შორის „სპაიკ ტალღები“და „ტალღათა კომპლექსები“. პრეპარატი დოზადამოკიდებულებით დაბლა სწევს კრუნჩხვისათვის მზადყოფნის ზღვარს და შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მიოკლონისი ან გენერალიზებული ეპილეფსური კრუნჩხვები. ამ შემთხვევაში საჭიროა შემცირდეს ლეპონექსის დოზა და საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპია. კარბამაზეპინის დანიშვნას თავი უნდა ავარიდოთ ძვლის ტვინის ფუნქციაზე მის შესაძლებელი დამთრგუნველი მოქმედების გამო. აუცილებელი აგრეთვე, გვახსოვდეს კლოპაზინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესახებ სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან. აღსანიშნავია, რომ ვალპროის მჟავა იწვევს სისხლში კლოზაპინის კონცენტრაციის უმნიშვნელო აწევას, რომელსაც კარგად იტანენ ავადმყოფები ლეპონექსთან მისი ერთდროული მიღებისას. იშვიათ შემთხვევაში, ლეპონექსს შეუძლია გამოიწვიოს ცნობიერების მოშლა, მოუსვენრობა, ციებ-ცხელება (დელირიუმი). შეიძლება განვითარდეს ექსტრაპირამიდული სიმპტომები, თუმცა ისინი უფრო ნაკლებად არიან გამოხატული და გვხვდება უფრო იშვიათად, ვიდრე კლასიკური ნეიროლეფსიური საშუალებებით მკურნალობისას. აღნიშნულია ისეთი მოვლეები, როგორიც არის კუნთების რიგიდულობა, ტრემორი და აკატიზია, თუმცა არ არის აღწერილი მწვავე დისტონია, როგორც ლეპონექსის გვერდითი მოვლენა. არსებობს მონაცემები გვიანი დისკინეზის განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევები იმ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ ლეპონექსს. თუმცა ამ შემთხვევებში ერთდროულად ღებულობდნენ სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, რის გამოც არ შეიძლება დადასტურებულ იქნას ამ გართულების მიზეზობრივი კავშირი ლეპონექსის მიღებასთან. იმ პაციენტებს, რომელთაც ლეპონექსის დანიშვნისას, სხვა ნეიროლეპტიკების მიღების ფონზე უვითარდებოდათ გვიანი დისკინეზია, აღენიშნებოდათ გაუმჯობესება. იმ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ ლეპონექსს ლითიუმის პრეპარატებთან ან ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აღენიშნებოდათ ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის შემთხვევები. ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ: აღინიშნება პირში სიმშრალე, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ოფლის გამოყოფისა და თერმორეგულაციის დარღვევა. შედარებით ხშირ, მაგრამ, ფარმაკოლოგიური თვალსაზრისით, მოულოდნელ გვერდით მოვლენას წარმოადგენს ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შეიძლება აღინიშნოს განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირას, ტაქიკარდია და ორთოსტატული ჰიპოტეზია, რომელსაც ახლავს ან არ ახლავს გულყრა. უფრო იშვიათად შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის მომატება. აღწერილია ძლიერი სისხლძარღვოვანი კოლაფსის ცალკეული შემთხვევები. შესაძლებელია ელექტროკარდიოგრამაზე ცვლილებები. აღწერილია გულის არითმიის, პერიკარდიტის ცალკეული შემთხვევები, აგრეთვე, (ეოზინოფილიით ან მის გარეშე), რაც იწვევს ზოგიერთ ავადმყოფში ფატალურ დასასრულს. ამიტომ იმ შემთხვევაში, როდესაც ავადმყოფებს, რომლებიც ღებულობდნენ ლეპონექსს, უვითარდებათ არასპეფიციკური ცვლილებები გულში, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას მიოკარდიტის განვითარების შესაძლებლობა. ასეთი დიაგნოზის დადასტურებისას უნდა შეწყდეს ლეპონექსის მიღება. აღწერილია თრომბოემბოლიის განვითარების იშვიათი შემთხვევები. სასუნთქი სისტემების მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა სუნთქვის შენელება ან შეჩერება, რასაც თან ახლდა ან არ ახლდა სისხლძარღვოვანი კოლაფსი. ზოგჯერ იმ ავადმყოფებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ ყლაპვა ან მიღებული აქვთ პრეპარატის ჭარბი დოზა, შეიძლება განუვითარდეთ კუჭის წვენის ასპირაცია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: შეიძლება აღინიშნოს გულისრევა და ღებინება, ყაბზობა და ძალიან იშვიათად, ნაწლავის გაუვალობა. აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ტრანზიტორული მომატება და იშვიათ შემთხვევაში, ღვიძლის ფულმინანტური ნეკროზის განვითარება. სიყვითლის განვითარების შემთხვევაში ლეპონექსი უნდა მოიხსნას. იშვიათად ლეპონექსით მკურნალობის ფონზე შეიძლება აღინიშნოს დისფაგიის განვითარება, რაც წარმოადგენს ასპირაციის შესაძლებელ მიზეზს. ცნობილია მწვავე პანკრეატიტის იშვიათი შემთხვევები. სხვადასხვა: შეიძლება განვითარდეს კეთილთვისებიანი ჰიპერთერმია, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირას. არსებობს კანის რეაქციების ცალკეული შემთხვევები. ავადმყოფებს, რომლებიც ღებულობდნენ ლეპონექსს, აღენიშნებათ ჰიპერგლიკემიის წარმოქმნის იშვიათი შემთხვევები. იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება კრეტინფოსფიკინაზას დონის ამაღლება. ზოგიერთ ავადმყოფებს ხანგრძლივი მკურნალობისას აღენიშნება სხეულის მასის მნიშვნელოვანი მომატება. ცნობილია, რომ ფსიქიატრიულ ავადმყოფებს, რომლებიც ღებულობენ ტრადიციულ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს (აგრეთვე, ფსიქიატრიულ ავადმყოფებს, რომლებსაც არ ჩატარებიათ მკურნალობა) აღენიშნებათ უეცარი, აუხსნელი სიკვდილის შემთხვევები. ასეთი საბედისწერო დასასრულის მქონე ცალკეული შემთხვევები აღინიშნებოდა იმ ავადმყოფებთან, რომლებიც ღებულობდნენ ლეპონექსს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები