იცით ლერკამენი 10-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლერკამენი 10-ის გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი ეფექტების შეფასებას საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები: ჩასასმელია ცხრილი აღინიშნება შემდეგი არასასურველი გვერდითი ეფექტები:ზოგჯერ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტერფ-წვივის სახსრების ან ქვედა კიდურების შეშუპება, გახშირებული პულსი, გულისცემა, სახეზე სისხლის მოწოლა. იშვიათად: კანზე გამონაყარი, კუნთების ტკივილი, ძილიანობა, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, სტენოკარდიის შეტევა, შარდის რაოდენობის გაზრდა, სისუსტე ან დაღლილობა.  ძალიან იშვიათად: ღრძილების გასქელება, შრატში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზა) დონის დროებითი მომატება, სისხლის ძალიან დაბალი წნევა, შარდვის სიხშირის მომატება, ტკივილი გულ-მკერდის არეში.  არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ სტენოკარდიის მქონე პაციენტებში დიჰიდროპირიდინის ჯგუფის ზოგიერთმა პრეპარატმა სტენოკარდიის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს სტენოკარდიის შეტევების, სიხშირის, ხანგრძლივობის და სიმძიმის მომატება. ლერკამენი® 10-ის მიღების დროს აღნიშნულიდან რომელიმეს პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს სხვა არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში. ნებისმიერი არასასურველი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღების შესახებ, იშვიათად მიღებული პრეპარატების ჩათვლით

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები