იცით ლიდოკაინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიდოკაინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები აღენიშნება პაციენტების 5-10%-ს და დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, პირის ლორწოვანი გარსის და ენის დაბუჟება,  ძილიანობა, ყურებში შუილი, უფრო დიდი დოზების დროს – აგზნება, ეიფორია, დეზორიენტაცია. კრუნჩხვები, ტრემორი, გონების დაკარგვა, სუნთქვის დათრგუნვა. მსუბუქი გვერდითი ეფექტები განიცდის უკუგანვითარებას პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ტრემორის და კლონურ-ტონური კრუნჩხვების გამოვლენის დროს საჭიროა დიაზეპამის პარენტერული შეყვანა ან ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება (ხშირად). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გამტარებლობის დარღვევა, შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) ლიდოკაინის მიმართ, მაგალითად: გამონაყარი კანზე და შეშუპება. ანაფილაქტოიდური რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები