იცით ლინკოცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლინკოცინის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი, დიარეა, სიყვითლე და ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილება (კერძოდ, სისხლში ტრანსამინაზების აქტივობის მომატება); პერორალურად მიღებისას – ეზოფაგიტი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენიური პურპურა. იშვიათად აპლასტური ანემია და პანციტოპენია. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ექსფოლიატური და ვეზიკულური დერმატიტი; იშვიათად ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქსიური შოკი; აღწერილია მულტიფორმული ერითემის განვითარების შემთხვევები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია პარენტერალურად შეყვანისას (ძალიან სწრაფი შეყვანის შემთხვევაში). ადგილობრივი რეაქციები: კუნთებში პრეპარატის შეყვანის ადგილას აღინიშნება გაღიზიანება, ტკივილი, ინდურაცია, ასეპტიური აბსცესები, ხოლო ვენაში ინფუზიის დროს – თრომბოფლებიტი. სხვადასხვა: შესაძლოა სუპერინფექციის, მათ შორის სოკოვანი ინფექციების განვითარება. * ლინკომიცინის საინექციო ფორმა შეიცავს ბენზილის სპირტს (9 მგ/მლ). არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ დღენაკლულ ბავშვებში ბენზილის სპირტი იწვევს „ხუთვის“ სინდრომს, რაც თავის მხრივ იწვევს ლეტალურ გამოსავალს. ლინკომიცინის გამოყენებისას 50-ზე მეტ ახალშობილში გვერდითი მოვლენები არ იქნა დაფიქსირებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები