იცით ლონდრომაქსს რა უკუჩვენებები აქვს?

ლონდრომაქსის უკუჩვენებებია: – დაავადებები, რომლის დროსაც საყლაპავის დაცლა შეფერხებულია (სტრიქტურა, აქალაზია);  – პრეპარატის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში სწორად დგომის ან ჯდომის შეუძლებლობა; – პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; – ჰიპოკალციემია; – ბავშვთა ასაკი;  – D ვიტამინის დეფიციტი;  – მინერალური ცვლის მძიმე დარღვევები. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამწვავების ფაზაში (დისფაგია, საყლაპავი მილის დაავადებები, გასტრიტი, დუოდენიტი, წყლული, წინა 12 თვის განმავლობაში გამოვლენილი პეპტიკური წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ქირურგიული ჩარევა, (კუჭის პილორუსის სარქველზე ჩატარებული ოპერაციების გარდა) ლონდრომაქსის დანიშვნა არ არის რეკომენდებული პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით – კლირენსი < 35მლ/წთ. ჰიპოკალციემიისადმი წინასწარგანწყობისას (ჰიპოპარათირეოიდიზმი, D ვიტამინის დეფიციტი, კალციუმის აბსორბციის შეფერხება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები