იცით ლოსარ-დენკი 100-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოსარ-დენკი 100-ის გვერდითი მოვლენებია: სხვა პრეპარატების მსგავსად ლოსარ-დენკი 100-მაც შესაძ;ებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.  თუ პაციენტს გამოუვლინდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, მაშინ ლოსარ-დენკი 100-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას ან საავადმყოფოს: მძიმე ალერგიული რეაქციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, ქავილი, ასევე სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ხახის შეშუპება, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებასთან. ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი რეაქცია, რომელიც ვლინდება 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში და 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში. პაციენტს შესაძლებელია დასჭრიდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.  გვერდითი რეაქციების შეფასება ხდება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის საფუძველზე: ძალიან ხშირი: – 10 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში ხშირი: – 1-ზე ნაკლებ პაციენტში 10-დან, მაგრამ 1-ზე მეტ პაციენტში 100დან არახშირი: – 1-ზე ნაკლებ პაციენტში 100-დან, მაგრამ 1-ზე მეტ პაციენტში 1000-დან იშვიათი: – 1-ზე ნაკლებ პაციენტში 1000-დან, მაგრამ 1-ზე მეტ პაციენტში 10.000-დან ძალიან იშვიათი: – 1-ზე ნაკლებ პაციენტში 10.000-დან მათ შორის ცალკეული შემთხვევები. უცნობი: – არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა შეფასება  ლოსარტანის მიღებისას გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები: ხშირი: – თავბრუსხვევა; – დაბალი არტერიული წნევა; – სისუსტე; – დაღლილობის შეგრძნება – გლუკოზის ძალიან დაბალი სისხლში (ჰიპოგლიკემია); – კალიუმის მომატებული დონე სისხლში (ჰიპერკალემია); არახშირი: – ძილიანობა; – თავის ტკივილი; – ძილის დარღვევა; – გულის ფრიალი ან გახშირებული გულისცემა; – ძლიერი ტკივილი და მოჭერის შეგრძნება მკერდის მიდამოში (სტენოკარდია); – დაბალი არტერიული წნევა (განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვის შემდეგ, მაგალითად გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ან ვინც, მკურნალობს შარდმდენების მაღალი დოზებით); – დოზა-დამოკიდებული ორთოსტატული ეფექტები, მაგალითად არტერიული წნევის დაცემა ან ჩივილები ცირკულაციის მხრივ მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ფეხზე წამოდგომის დროს; – სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე); – კუჭის ტკივილი; – ყაბზობა, – ფაღარათი, – გულისრევა; – ღებინება; – ჭინჭრის ციება (ურტიკარია) – ქავილი (პრურიტუსი) – გამონაყარი და სხეულის ზოგიერთი ნაწილის შეშუპება (ედემა); იშვიათი: – სისხლძარღვების ანტებითი დაზიანება (ანგიიტი, მათ შორის ჰენოქ-შოენლეინის პურპურა), – დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზიები); – გულის წასვლა (სინკოპე). – სწრაფი გულიცემა და არითმიები (მაგ. წინაგულების ფიბრილაცია), – ინსულტი; – ღვიძლის ანტებითი დაზიანება (ჰეპატიტი), – ალანინ ამინოტრანსფერაზების დონის მომატება (ALთ სისხლის ტესტები ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად) სისხლში, ის ხშირად ისევ იკლებს მკურნალობის შეწვეტის შემდეგ. უცნობი სიხშირის: – სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), – თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), – შაკიკი, – ხველა’  – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება თავისით ალაგდეს), ასევე თირკმლის უკმარისობა. – გაციების მსგავსი სიმპტომები, – სისხლში შარდოვანას დონის მომატება, – შრატში კრეატინინის და კალიუმის დონის მომატება, გულის უკმარისობიტ დაავადებულ პაციენტებში. – წელის ტკივილი, – საშარდე გზების ინფექციები. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ იყო აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები