იცით ლოსარ-დენკი 100-ს რა უკუჩვენებები აქვს?

ლოსარ-დენკი 100-ის უკუჩვენებებია: ლოსარ-დენკი 100 არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში: – თუ პაციენტი ჰიპერსენსიტიულია (ალერგიულია) ლოსარტანის ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ; – თუ პაციენტის ღვიძლის ფუნქცია სერიოზულად არის დარღვეული; – თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში.  ლოსარ-დენკი 100 მიიღება განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში: ლოსარ-დენკი 100-ის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში: – თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია ანგიოედემა (ალერგიული რეაქცია, გამოხატული სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპებით); – თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი ღებინება და ფაღარათი, რაც დაკავშირებულია დიდი რაოდენობით სითხის და/ან მარილების დაკარგვასთან; – თუ პაციენტი ღებულობს შარდმდენებს (პრეპარატებს, რომლებიც აძლიერებენ შარდის გამოყოფას თირკმელების საშუალებით) ან თუ პაციენტი არის დიეტაზე მარილის დაბალი შემცველობით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის და მარილების რაოდენობის ძლიერი შემცირება.  – თუ პაციენტის თირკმლის არტერიები არის შევიწროვებული ან დახშული (თირკმლის არტერიის სტენოზი) ან თუ პაციენტს უახლოეს წარსულში ჩაუტარდა თირკმლის ტრანსპლანტაცია.  – თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის უკმარისობა; – თუ პაციენტს აღენიშნება გულის უკმარისობა თირკმლის უკმარისობასთან ერთად ან მის გარეშე ან სიცოცხლისთვის საშიში არითმია. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო თუ პაციენტი მკურნალობს ბეტა-ბლოკატორებით; – თუ პაციენტს აღენიშნება გულის სარქვლების ან გულის კუნთის დაზიანება; – თუ პაციენტს აღენიშნება კორონარული არტერიების დაავადება (რაც გამოწვეულია სისხლის არასაკმარისი მიდინებით გულის სისხლძარღვებისკენ) ან ცერებრალური არტერიების დაავადება (რაც გამოწვეულია სისხლის არასაკმარისი მიდინებით ტვინისკენ); – თუ პაციენტს აღენიშნება პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი (დაავადება, რომელიც გამოწვეულია თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონ ალდოსტერონის მომატებულ სეკრეციასთან, რაც გამოწვულია თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები