იცით ლოსირამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოსირამის გვერდითი მოვლენებია: უარყოფითი ეფექტები ყველაზე ხშირად ვლინდება მკურნალობის პირველი ან მეორე კვირის განმავლობაში. ამგვარი ეფექტების სიმწვავე და გამოვლენის სიხშირე მკურნალობის მიმდინარეობისას თანდათან მცირდება. ქვემოთ სისტემური ორგანოების ჯგუფისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით ჩამოთვლილია ის მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორების, აგრეთვე ესციტალოპრამის გამოყენებისას პლაცებოკონტროლირებული კლინიკური გამოკვლევების დროს ან სპონტანურად პრეპარატის ბაზარზე რეალიზაციის შემდეგ. არასასურველი ეფექტები უფრო ხშირად აღინიშნება ესციტალოპრამის შემთხვევაში, პლაცებოს საწინააღმდეგოდ, ორმაგად ბრმა პლაცებო კონტროლირებული გამოკვლევებისას: მეტაბოლიზმი და კვებითი დარღვევები: მადის დაქვეითება (1-10%) ფსიქიატრიული დარღვევები: ლიბიდოს დაქვეითება და ანორგაზმია ქალებში (1-10%) დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა (1-10%) გემოს დაკარგვა, ძილის დარღვევები (0.1-1%) რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები: სინუსიტი, მთქნარება (1-10%) გასტროინტესტინური დარღვევები: გულისრევა >10% დიარეა, ყაბზობა (1-10%) დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: მომატებული ოფლიანობა (1-10%) დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის მხრივ: ეაკულაციის მოშლა, იმპოტენცია (1-10%) ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები ინექციის გაკეთების ადგილას: დაღლილობა, პირექსია (1-10%) სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორების თერაპიულ ჯგუფთან დაკავშიერებული: ესციტალოპრამის უარყოფითი მოქმედება კარდიოვასკულარულ სისტემაზე არის პოსტურალური ჰიპოტენზია. ნებისმიერი მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარებისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები