იცით ლუთეინას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლუთეინას გვერდითი მოვლენებია: ლუთეინა, როგორც წესი კარგი ამტანობით ხასიათდება; თუმცა არ არის გამორიცხული მკურნალობის პერიოდში აღინიშნოს ძილიანობა, სისუსტე, მომატებული დაღლილობის შერძნება, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ასევე თავის ტკივილი, თაბრუსხვევა და დეპრესიული მდომარეობა. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს უმიზეზო შიშის შეგრძნება და სხეულის მასის ცვლილება. არის ერთეულ შემთხვევები მენსტრუაციათაშორის სისხლდენების, დისმენორეის, ამენორეის, კანის საფარის ჰიპერეემის, აკნეს განვითერების; ასევე,  ნაღვლის გამოყოფის დარღვევა, თრომბოზები და ალერგიული რეაქციები. პრეპარატის ადრეული მიღებისას (ციკლის მე-15 დღემდე) შესაძლებელია განვითარდეს სისხლდენა და ციკლის შემცირება.   პრეპარატი ლუთეინას სუბლინგვალური ფორმის გამოყენებისას უმეტესად  პაციენტებს აღენიშნებოდათ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე და ღრძილებიდან სისხლდენა. მაღალი დოზების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპონატრიემია და ჰიპოქლორემია, თირკმლების მეშვეობით ნატრიუმისა და ქლორის გაძლიერებული გამოყოფის გამო. ქალებში წინამენსტრუალურ პერიოდში პროგესტერონის გამოყენებამ შეიძლება შეინიღბოს მენოპაუზის დაწყება. პრეპარატი ლუთეინას მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მხედველობის დარღვევის, თრომბული გართულების და ძლიერი თავის ტკივილის შემთხვევებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები