იცით მედეზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მედეზოლის გვერდითი მოვლენებია: ლანსოპრაზოლი ძირითადად კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ ავადმყოფებში შესაძლებელია ქავილის შეგრძნება, პარესთეზია. პაციენტებში აღნიშნული გვერდითი მოვლენების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ზოგიერთ ავადმყოფებში შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, აუცილებელია მათი კონტროლი, განსაკუთრებით ღვიძლის დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში. იშვიათად შესაძლებელია: ანემია, ლეიკოციტოპენია, ეოზინოფილია, ობსტიპაცია, დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, თავის ტკივილი, ძილიანობა ან უძილობა და სხეულის ტემპერატურის მომატება. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძირითადად ზედაპირული და ტრანზიტორული ხასიათისაა და პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის ძირითად მიზეზს არ წარმოადგენს. გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები