იცით მედინოსტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მედინოსტის გვერდითი მოვლენებია: ხანმოკლე მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება, ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები: წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ნატრიუმის და სითხის შეკავება ორგანიზმში, ჰიპოკალემია, ჰიპოკალემიური ალკალოზი, არტერიული წნევის მომატება, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა; ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ: კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია, ოსტეოპოროზი, ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა, ბარძაყისა და მხრის ძვლების თავების ასეპტიკური ნეკროზი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სტეროიდული წყლული შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით, პანკრეატიტი, მეტეორიზმი, წყლულოვანი ეზოფაგიტი, გულისრევა, მადის მომატება; დერმატოლოგიური რეაქციები: კანის სტრიების ატროფია, ჭრილობის შეხორცების შენელება, კანის გათხელება, ერითემა, ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება;  ნერვული სისტემის მხრივ: ქალასშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დვრილის შეგუბებითი სინდრომით, თავის ტკივილი, თავბრუ, კრუნჩხვები, ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები, დეპრესია, პარანოია, ეიფორია;  ენდოკრინული სისტემის მხრივ: კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზის მეორადი უკმარისობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ლატენტური შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაცია;  მხედველობის სისტემის მხრივ: უკანა სუბკაფსულური კატარაქტა, თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომა, ეგზოფთალმი;  ფსიქიკური სფეროს მხრივ: სიმპტომები უფრო ხშირად ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში, შეიძლება გამოვლინდეს შიზოფრენიის იმიტაცია, ფსიქიკურ აშლილობას უფრო ხშირად ექვემდებარებიან ქალები და სისტემური წითელი მგლურათი შეპყრობილი პაციენტები; ნივთიერებათა ცვლის მხრივ: აზოტის უარყოფითი ბალანსი (ცილების კატაბოლიზმის შედეგად); ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ლეიკოციტოზი (20000/მკლ), ლიმფოციტებისა და მონოციტების შემცირება, თრომბოციტების მომატება/შემცირება, კალციუმის კონცენტრაციის მომატება სისხლსა და შარდში, საერთო ქოლესტერინის მომატება სისხლში, კანის ალერგიულ ტესტებზე და ტუბერკულინის სინჯზე რეაქციის შესუსტება; სხვა: ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა, მაობლიტირებელი არტერიიტი, სხეულის წონის მომატება. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები