იცით მელეფსინს რა უკუჩვენებები აქვს?

მელეფსინის უკუჩვენებებია: მელეფსინი უკუნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს: * კარბამაზეპინის ან ქიმიური ბუნებით მსგავსი სამკურნალო საშუალების (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), ასევე პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; * ძვლის ტვინის მიერ სისხლწარმოქმნის დარღვევა (ანემია, ლეიკოპენია); მწვავე „ხანგამოშვებითი“ პორფირია (მათ შორის, ანამნეზში); * AV ბლოკადა; * მაოს – ინჰიბიტორების თანმხლები მიღება (სტრუქტურული მსგავსება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან), მელეფსინის მიღებამდე მაო-ს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს მინიმუმ ორი კვირის ან მეტი ხნით ადრე; * ჰიპონატრიემია (ანტიდიურეზული ჰორმონის ჰიპერსეკრეციის სინდრომი, ჰიპორპიტუიტარიზმი, ჰიპოთირეოზი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა); * ასევე უკუნაჩვენებია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიით, მომატებული თვალშიგა წნევით და პაციენტებში ალკოჰოლიზმის აქტიური ფორმით (იზრდება ცნს-ის დათრგუნვა, ძლიერდება კარბამაზეპინის მეტაბოლიზმი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები