იცით ნებიდოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნებიდო გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებამ, ნებიდომ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. კლინიკური კვლევების მიმდინარეობის დროს, აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებულია ნებიდოს გამოყენებასთან: დიარეა; ტკივილი ფეხების არეში, ტკივილი სახსრებში (ართრალგია); თავბრუსხვევა, გაძლიერებული ოფლდენა, თავის ტკივილი; სუნთქვის დარღვევები; აკნე, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, სარძევე ჯირკვლების ზრდა (გინეკომასტია), ქავილი, დარღვევები კანის მხრივ. ტკივილი სათესლე ჯირკვლებში, პროსტატის დაავადება (დარეგისტრირდა არც ისეც დიდი ზომის წინამდებარე ჯირკვლის შუა ნაწილის გამკვრივების ერთი შემთხვევა): ტკივილი ინექციის ადგილას, კანქვეშ შედედებული სისხლის დაგროვება (კანქვეშა ჰემატომა) ინექციის ადგილას. ლიტერატურაში აღწერილია ტესტოსტერონის შემცველ პრეპარატებზე შემდეგი გვერდითი მოვლენები: პოლიციტემიის იშვიათი შემთხვევები (სისხლის უჯრედების რაოდენობის ზრდა); სხეულის მასის ზრდა; კუნთოვანი სპაზმები; ნევროზულობა, აგრესიულობა, დეპრესია; ძილის დროს სუნთქვის ხანმოკლე უნებური შეჩერება (ძილის აპნოე); ძალიან იშვიათ შემთხვევებში კანის მძიმე პიგმენტაცია (სიყვითლე) და ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებელთა გადახრა; შეიძლება ადგილი ჰქონდეს  კანის სხვადასხვაგვარ რეაქციებს, მათ შორის აკნეს, სებორეას ან   გამელოტებას; ლიბიდოს შეცვლა, ერექციის მომატებული სიხშირე. ტესტოსტერონის მაღალი დოზებით მკურნალობა ჩვეულებრივ აჩერებს ან ამცირებს სპერმის წარმოქმნას, რის შედეგადაც მცირდება სათესლე ჯირკვლის ზომა; ეს მოვლენები როგორც წესი შექცევადია; ჰიპოგონადიზმის მკურნალობა ტესტოსტერონით ჩანაცვლების საშუალებით იშვიათ შემთხვევებში იწვევს პერსისტენტულ მტკივნეულ რეაქციებს (პრიაპრიზმი); ტესტოსტერონით ხანგრძლივი მკურნალობა ან მისი გამოყენება მაღალი დოზებით ხანდახან იწვევს სითხის შეკავებასა და შეშუპებას; შეიძლება განვითარდეს რეაქციები ინექციის ადგილას, აგრეთვე ალერგიული რეაქციები; ჩამონათვალში არარსებული გვერდითი მოვლენის გამოვლენისას, აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები