იცით ნებივორლდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნებივორლდის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენების სიხშირის ქვემოთ მოცემული პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), ძალიან იშვიათი (< 1/10000-მდე), სიხშირე უცნობია. დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია – ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა. ფსიქიკური დარღვევები: არახშირი – კოშმარული სიზმრები, დეპრესია. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზიები; ძალიან იშვიათი – სინკოპე. დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ: არახშირი – მხედველობის დარღვევა. დარღვევები გულის მხრივ: არახშირი – ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა. დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: არახშირი – ჰიპოტენზია, ხანგამოშვებითი კოჭლობის გაუარესება. დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის  მხრივ: ხშირი – ქოშინი; არახშირი – ბრონქოსპაზმი. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი – შეკრულობა, გულისრევა, დიარეა; არახშირი – დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება. დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: არახშირი – ქავილი, ერითემატოზული ხასიათის გამონაყარი კანზე; ძალიან იშვიათი – ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება; სიხშირე უცნობია – ჭინჭრის ციება. დარღვევები სასქესო სისტემისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: იშვიათად _ იმპოტენცია. ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირი – დაღლილობა, შეშუპებები. გარდა ამისა, იყო ცნობები შემდეგი გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც გამოწვეულია β-ადრენობლოკატორებით: ჰალუცინაციები, ფსიქოზები, ცნობიერების შეცვლა, კიდურების გაციება/ციანოზი, რეინოს სინდრომი, თვალების სიმშრალე და ოკულომუკოკუტანური ტოქსიკურობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები