იცით ნეიროლეფსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეიროლეფსინის გვერდითი მოვლენებია: უსაფრთხოების ზომები ნეიროლეფსინის გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს გარდამავალი ან მდგრადი თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული გვერდითი მოვლენები გარდამავალია და არ წარმოადგენს აგრანულოციტოზისა და აპლასტიური ანემიის განვითარების საწყისს. მიუხედავად ამისა, მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში აუცილებელია სისხლის პერიოდული კონტროლი. ასევე, მნიშვნელოვანია ღვიძლის ფუნქციების კონტროლი, განსაკუთრებით ანამნეზში ღვიძლის დაავადებების არსებობისას ან ასაკოვან პაციენტებში. მკურნალობის პროცესში ძვლის ტვინის ფუნქციების დაქვეითებისას, ან ღვიძლის ფუნქციების გაუარესებისას აუცილებელია პრეპარატის შეწყვეტა. მკურნალობის პროცესში, მუდმივი ხასიათის დერმატოლოგიური რეაქციების  სიმპტომების გამოვლინებისას, განსაკუთრებით სტივენს-ჯონსონის ან ლაიელის სინდრომის არსებობისას, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ნეიროლეფსინით მკურნალობამდე და მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია შარდის საერთო ანალიზის და სისხლში შარდოვანას კონტროლი. პრეპარატი არ ინიშნება მცირე ეპილეფსიური გულყრის დროს. შერეული ტიპის ეპილეფსიური გულყრის დროს ნეიროლეფსინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს, რადგან შესაძლებელია შეტევების გაძლიერება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ნეიროლეფსინით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ნეიროლეფსინით მკურნალობისას აკრძალულია ალკოჰოლის გამოყენება. ნეიროლეფსინით მკურნალობის დაწყებამდე 2 კვირით ადრე მაინც, საჭიროა მაო-ს ინჰიბიტორების მოხსნა. გვერდითი მოვლენები ცნს და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა; შესაძლებელია თავის ტკივილი, დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევა; იშვიათად – უნებლიე მოძრაობები, ნისტაგმი, დიზართრია, პერიფერიული ნევრიტი, პარესთეზია, კუნთების სისუსტე, პარეზის სიმპტომები, ჰალუცინაციები, დეპრესია, დაღლილობის შეგრძნება, აგრესიული ქცევა, აჟიტირება, გემოს შეგრძნების დარღვევები, კონიუნქტივიტი, ჰიპერაკუზია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დიარეა ან ყაბზობა, ღვიძლის ტრანსამინაზების მატება; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – მიოკარდის გამტარობის დარღვევა, ერთეულ შემთხვევაში – ბრადიკარდია, არითმია, AV ბლოკადა, კოლაფსი, გულის უკმარისობა, კორონარული უკმარისობა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: შესაძლებელია – ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, იშვიათად – ლეიკოციტოზი, აგრანულოციტოზი; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ლიმფადენოპათია, ცხელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები