იცით ნეოსპირინი + C-ს რა უკუჩვენებები აქვს?

ნეოსპირინი + C-ს უკუჩვენებებია: ალერგიული რეაქციები, ორსულობის ბოლო ტრიმესტრი, ლაქტაცია, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, სისხლდენისადმი მომეტებული მიდრეკილება, ანტიკოაგულანტებთან ერთდროული დანიშვნა. პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში და 15 წლამდე მოზარდებში არ შეიძლება. “ნეოსპირინი+C”_ ს ფხვნილის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში რეის სინდრომის განვითარების საშიშროების გამო. სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილის დაცვით უნდა გამოიყენოთ ანტიკოაგულანტებით თანმხლები მკურნალობისას, პოდაგრის, კუჭის ან/და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს (ანამნეზში), ეროზიული გასტრიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენისადმი მიდრეკილების, ჰიპოთრომბინემიის, K ჰიპოვიტამინოზის, ანემიის, ორგანიზმში სითხის შეკავების მდგომარეობის (მათ შორის გულის ფუნქციური დარღვევა, არტერიული ჰიპერტენზია), თირეოტოქსიკოზის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები