იცით ნეულასტიმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეულასტიმის გვერდითი მოვლენებია: რანდომულ კლინიკურ კვლევებში ავთვისებიანი დაავადების მქონე ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ ნეულასტიმს ჩატარებული ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის შემდეგ, უმეტესი გვერდითი ეფექტები განპირობებული იყო ავთვისებიანი დაავადებით ან ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიით. პრეპარატის კვლევასთან დაკავშირებული არასასურველი გვერდითი მოვლენებიდან ყველაზე ხშირად მოხსენებული იყო ძვლის ტკივილი (26%). როგორც წესი, ძვლის ტკივილის ხარისხი იყო საშუალოდან მძიმემდე, გარდამავალი და უმეტეს შემთხვევაში სტანდარტული ანალგეტიკებით კონტროლირებადი. ალერგიული ტიპის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ანგიოედემა, დისპნოე და ჰიპოტენზია, შეიმჩნევა მკურნალობის დასაწყის ან მოგვიანებით პერიოდში როგორც ნეულასტიმის, ასევე ფილგრასტიმის მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომები განიცდიან პროვოცირებულ რეციდივირებას, რაც სავარაუდოდ შემთხვევითობის გამო ხდება. – პეგფილგრასტიმით მკურნალობის განმავლობაში მოხსენებულია ელენთის გასკდომის იზოლირებული შემთხვევების შესახებ. – იმ ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ნეულასტიმით მკურნალობას ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის შემდეგ, აღინიშნება შარდმჟავას, ტუტე ფოსფატაზას და ლაქტატდეჰიდროგენაზას შემცველობის შექცევადი, მსუბუქი და ზომიერი მომატება, შემთხვევათა 7%, 10% და 20%-ში შესაბამისად, რაც არ უკავშირდება კლინიკურ გამოვლინებებს. გულისრევა აღენიშნება ჯანმრთელ მოხალისეთა 11%-ს და იმ ავადმყოფების <1%-ს, რომელთაც უტარდებოდათ ქიმიოთერაპია. კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირი (>10%) და ხშირი (>1%, <10%) აღმოცენებული არასასურველი გვერდითი მოვლენები იყო შემდეგი: ძვალ-კუნთოვანი სისტემა: ძალიან ხშირი – ტკივილი ძვლებსა და კუნთებში; ხშირი – ართრალგია, მიალგია, ტკივილი ზურგის, კიდურების, კისრის მიდამოში და ძვლებსა და კუნთებში; ინექციის ადგილი: ხშირი – ტკივილი ინექციის ადგილას; სხეული: ტკივილი გულმკერდის არეში (არაკარდიალური); ცნს/პნს: თავის ტკივილი. * ნეულასტიმით მკურნალობის ფონზე შემთხვევათა 1%-ზე ნაკლებში შეინიშნება ლეიკოციტების რაოდენობა 100X109/ლ ან მეტი. არ არსებობს მონაცემები ლეიკოციტების აღნიშნულ რაოდენობასთან დაკავშირებული რაიმე გვერდითი მოვლენების შესახებ. ლეიკოციტების რაოდენობის ამგვარი მომატება გარდამავალ ხასიათს ატარებს, ჩვეულებრივ 24-48 საათის განმავლობაში შეინიშნება და შეესაბება ნეულასტიმის ფარმაკოდინამიურ თვისებებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები