იცით ნექსიუმს რა უკუჩვენებები აქვს?

ნექსიუმის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა ეზომეპრაზოლის, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ინგრედიენტების მიმართ. ფრუქტოზის მემკვიდრეული აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობა. ბავშვთა ასაკი 12 წლამდე (პაციენტების მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების მონაცემების არ არსებობის გამო) და ბავშვთა ასაკი 12 წლის ზემოთ ყველა ჩვენებისას, გარდა გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადებისა. ეზომეპრაზოლი არ უნდა გამოიყენონ ატაზანავირთან და ნელფინავირთან ერთად (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთიერთქმედების სხვა ფორმები”). სიფრთხილით-თირკმლის მძიმე უკმარისობა (გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები