იცით ნივალინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნივალინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები ისევე როგორც ნემისმიერმა მედიკამენტმა, ნივალინმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ნებისმიერ პაციენტში. გვერდითი ეფექტები უმეტესად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში და დოზის მომატებისას და გავლადია თერაპიის მსვლელობის პერიოდში. ღებინება და გულისრევა ჩვეულებრივ წყდება რამოდენიმე დღეში მკურნალობის დაწყების შემდეგ. აცნობეთ ექიმს, თუ აღინიშნება გულის რითმის დარღვევა, პალპიტაცია (გულის არეში არასასიამოვნო შეგრძნება, დაკავშირებული გულისცემასთან) ან გულისწასვლა. გვერდითი ეფექტები კვალიფიცირდება სიხშირის მიხედვით ორგანოების და ორგანოთა სისტემის დაზიანებით. ძალიან ხშირად (1/10 დანიშნულება): ღებინება, გულისრევა. ხშირად: (1/100 დანიშნულება): მადის დაკარგვა, მადის გაქრობა; ჰალუცინაცია, დეპრესია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი, გულისწასვლა, ძილიანობა, ლეტარგია; გულის კუმშვის სიხშირის შენელება; მომატებული არტერიული წნევა; ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, დისპეფსია, კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი; ჭარბი ოფლიანობა, კუნთების სპაზმი, ნერვული აშლილობა, დაღლილობა, სისუსტე; სხეულის წონის შემცირება, დაცემა. არახშირად (1/1 000 დანიშნულება): გაუწყლოება, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები; უეცრად დამუნჯების შეგრძნება, ჩხვლეტა, წვა, კანზე ჟრუანტელი, გემოს დაკარგვა, ჭარბი ძილიანობა დღისით და პათოლოგიური ხანგრძლივი ძილი; დაბინდული მხედველობა, ხმაური ყურებში, გულის რითმისა და გამტარობის დარღვევა (I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ჩათვლით), არტერიული წნევის დაწევა, სისხლის მოწოლა; ღებინების შეგრძნება; კუნთების სისუსტე; ღვიძლის ფერმენტების მომატება. იშვიათად (1/ 10 000დანიშნულება): ჰეპატიტი. უცნობია სიხშირე (არსებული მონაცმებით არ არის შესაძლებელი შეფასება) – ნაწლავური პერისტალტიკის გაძლიერება; ტკივილი შეყვანის ადგილას, შესაძლოა ადგილობრივი რეაქციები პარენტერალური შეყვანისას. თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ფურცელჩანართში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები