იცით ნიმესილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიმესილის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება როგორც სხვა ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, აღნიშნულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება , თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. აასს-ის მიღების შემდეგ ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შეიძლება განვითარდეს პეპტიური წყლულები, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ზოგჯერ ლეტალური  შედეგით,  განსაკუთრებით  ხანდაზმულ  პაციენტებში,  (იხ. პარაგრაფი ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~). არსებობს ცნობები პრეპარატით მკურნალობისას შემდეგი რეაქციების შესახებ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა), შეკრულობა, საჭმლის მონელების დარღვევა, ტკივილი მუცლის არეში, კუპრისებრი განავალი, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტისა და კრონის დაავადების გამწვავება  (იხ.  პარაგრაფი ~გაფრთხილება და  სიფრთხილის ზომები~). შედარებით იშვიათად აღინიშნებოდა გასტრიტი. არსებობს ცნობები შეშუპების განვითარების, არტერიული წნევის მომატების და გულის უკმარისობის განვითარების შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებით. არსებობს მონაცემები აასს-ის მიღებისას ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლენილი კანის სერიოზული რეაქციების შესახებ, რომელსაც თან ახლავს კანის გაწითლება და ბუშტუკების წარმოქმნა, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. ისეთი  პრეპარატების მიღება,  როგორიცაა ნიმესილი®, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევების (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის რისკის უმნიშვნელოდ გაზრდასთან. არასასურველი გვერდითი მოვლენების შეფასებას ჩვეულებრივ საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები: ჩასასმელია ცხრილი გვერდითი მოვლენები:

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები