იცით ნიტროფურანტოინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიტროფურანტოინის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დარღვევები აღინიშნება 13-15%, როცა პრეპარატის დოზა აღემატება 7 მგ/კგ/დღეში. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნისტაგმი. პერიფერიული ნეიროპათიები: აღინიშნება ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით, ელექტროლიტური დისბალანსით. ვიტამინ B დეფიციტით პირველადი სიმპტომებია: პარესთეზია, მოძრაობის დაქვეითება. ალერგიული რეაქციები: ეგზანთემა, ეოზინოფილია, სხეულის ტემპერატურის მომატება, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ბრონქული ასთმის შეტევები, ექსუდაციური პლევრიტი, ანაფილაქსიური შოკი, ჰემოლიზური ან მეგალობლასტური ანემიები (ავადმყოფებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს) და აგრანულოციტოზი. აღწერილია თმის დროებითი ცვენის შემთხვევები. აღწერილია სპერმატოგენეზის დარღვევის შემთხვევები, არხის ეპითელიუმის დაზიანების გამო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები