იცით ნორკოლუტს რა უკუჩვენებები აქვს?

ნორკოლუტის უკუჩვენებებია: ნორკოლუტი არ ინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის არსებობისას. თუ რომელიმე ქვემოთ მითითებული მდგომარეობა განვითარდა ნორკოლუტის მიღების პერიოდში, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. 1. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე კომპონენტის მიმართ. 2. დადასტურებული ან სავარაუდო ორსულობა 3. ლაქტაცია 4. ამჟამად ან წარსულში არსებული იდიოპათიური ვენოზური თრომბოემბოლია (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვისმიერი არტერიების თრომბოემბოლია). 5. ამჟამად ან წარსულში არსებული არტერიული თრომბოზი (მაგ. სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი). 6. თრომბოზის მაუწყებლის არსებობა (ამჟამად ან ადრე) (მაგ. ტრანზიტორული იშემიური შეტევა, სტენოკარდია). 7. ვენოზური ან არტერიული თრომბოზის მაღალი რისკი. 8. მიგრენის შეტევები კეროვანი ნევროლოგიური დეფიციტით. 9. შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით. 10. ღვიძლის მძიმე დაზიანებების არსებობა ამჟამად ან წარსულში მისი ფუნქციის სრულ აღდგენამდე. 11. მანამდე ან ამჟამად არსებული ღვიძლის სიმსივნები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი). 12. დადასტრებული, წარსულში არსებული ან საეჭვო ჰორმონ-დამოკიდებული წარმონაქმნები, სარძევე ჯირკვლის კიბოს ჩათვლით. 13. იდიოპათიური სიყვითლე ან კანის მძიმე ქავილი წარსულში ორსულობის დროს. 14. დაუდგენელი ეტიოლოგიის საშვილოსნოსმიერი სისხლდენები. 15. არანამკურნალები ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია. პრეპარატი განკუთვნილი არ არის ბავშვებში გამოსაყენებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები