იცით ნოფლუქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოფლუქსის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი მედიკამენტის, მათ შორის, პრეპარატ ნოფლუქსის მიღების დროს. თუმცა ეს რეაქციები არ ვლინდება ყველა პაციენტში. აღწერილი გვერდითი ეფექტების უმრავლესობა იყო მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული და ჰქონდა დროებითი ხასიათი. ———- თუ გამოგივლინდათ კანის საფარველის სიწითლე ბუშტუკებით ან კანის აქერვლით/აშრევებით, მაშინვე შეწყვიტეთ ნოფლუქსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მსგავს შემთხვევებში ასევე შეიძლება გაჩნდეს დიდი ბუშტუკები და სისხლჩაქცევები ტუჩებზე, თვალების კონიუნქტივაზე, პირის ღრუს და ცხვირის ლორწოვან გარსებზე და სასქესო ორგანოებზე. ეს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზის შესაძლო გამოლინებაა. ამას გარდა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: ხშირი –           ინფექცია –           უძილობა (ძილის დარღვევა) –           თავის ტკივილი და თავბრუსხვევა –           ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), რინიტი (სურდო) –           დიარეა, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, კონსტიპაცია (შეკრულობა), მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა) –           დაუდგენელი ხასიათის ტკივილი, წელის ტკივილი –           ასთენია (სისუსტე), გრიპისმაგვარი სინდრომი არახშირი –           მომატებული აგზნებადობა ან ძილიანობა –           ბრონქიტი, სინუსიტი –           დისპეპსია (მოუნელებლობა), პირის სიმშრალე, ერუქტაცია (ბოყინი) –           კანის გამონაყარი, კანის სიწითლე –           ტკივილი სახსრებში ან კუნთებში, კრუნჩხვები ფეხებში –           შარდგამომყოფი გზების ინფექცია –           ტკივილი გულმკერდის არეში –           შემცივნება, ცხელება –           “ღვიძლის სინჯების” ცვლილება იშვიათი –           ანორექსია (მადის დაკარგვა) –           დეპრესია –           მომატებული მგრძნობელობის რეაქციები – მოულოდნელი მძიმე ალერგიული რეაქცია, რომლის სიმპტომები მოიცავს სახის შეშუპებას, არტერიული წნევის დაქვეითებას და ქოშინს, რომელიც პრეპარატის მოხსნის შემდეგ გაივლის –           მხედველობითი დარღვევები –           გასტრიტი (კუჭის გაღიზიანება, ან ტკივილი კუჭის არეში), სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება), გემოს დარღვევა –           დარღვევები ღვიძლის მხრივ, კერძოდ ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) და სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება), ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაზიანება, ღვიძლის დაავადებისას) –           ქავილი, მომატებული ოფლიანობა, ბუშტუკები კანზე (ჩვეულებრივ გაივლის პრეპარატის მოხსნის შემდეგ) –           დარღვევები თირკმელების მხრივ, კერძოდ ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმელებში შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება) –           სხეულის მასის მომატება –           სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შეცვლა: -ნეიტროპენია (ნეიტროფილების [ლეიკოციტების სახეობა] რაოდენობის შემცირება) ან ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება) – ლეიკოციტების დონის დაქვეითების შედეგებს მიეკუთვნება ხშირი ინფექციები, რომელსაც თან ახლავს ყელის ანთება, ან სხეულის ტემპერატურის მომატება (ცხელება), ასევე პირის ღრუს ლორწოვანზე ან ხახაზე წყლულების განვითარება – ლეიკოციტოზი (ლეიკოციტების რაოდენობის მომატება) –  თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება) – თრომბოციტების დონის დაქვეითების შედეგებს მიეკუთვნება სისხლდენებისადმი და სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილების მომატება. ძალიან იშვიათი მძიმე გვერდითი რეაქციები: –           მულტიფორმული ერითემა (კანის  გაწითლება ბუშტუკების წარმოქმნით) –           ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (კანის მძიმე დაზიანება მისი ზედა ფენის აშრევებით მთელ სხეულზე) –           სტივენს-ჯონსონის სინდრომი (დიდი ბუშტუკები კანზე, კანის და ლორწოვანის აშრევება, სისხლჩაქცევა ტუჩების არეში, თვალების კონიუნქტივაზე, პირის ღრუში და ცხვირის არეში). უცნობი სიხშირის: –           ცნობიერების არევა –           კოჭების და ტერფების შეშუპება –           მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება –           ჰიპონატრემია (სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე), რომელიც ვლინდება შეუძლოდ ყოფნით, კუნთების სისუსტით და ცნობიერების არევით –           თუ თქვენ იღებთ ნოფლუქსს 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლოა სისხლში დაგიქვეითდეთ მაგნიუმის დონე. ამ მდგომარეობის სიმპტომებს მიეკუთვნება დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა და გულისცემის გახშირება. თუ გამოგივლიდათ ამ სიმპტომებიდან რომელიმე, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. მაგნიუმის დონის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის და კალციუმის დონის დაქვეითება. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის რეგულარული ანალიზი მაგნიუმის შემცველობაზე. თუ იღებთ ნოფლუქსს ან პროტონის ტუმბოს სხვა ინჰიბიტორს 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლოა უმნიშვნელოდ გაგეზარდოთ ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის ძვლების მოტეხილობის რისკი. თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან იღებთ გლუკოკორტიკოსტეროიდებს (ეს მედიკამენტები ზრდიან ოსტეოპოროზის რისკს), აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ. ცნობები პრეპარატის გვერდითი მოქმედების სავარაუდო შემთხვევების შესახებ თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენები ამ ჩამონათვალიდან, ან სხვა რეაქციები, რომლებიც არ არის მითითებული ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ეხმარებით ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესწავლას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები