იცით ნო-შპალგინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნო-შპალგინის გვერდითი მოვლენებია: რაიმე არაჩვეულებრივი რეაქციის წარმოშობის შემთხვევაში, აუცილებლად აცნობეთ  ექიმს პრეპარატის შემდგომი მიღების შესაძლებლობის შესახებ. – ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ალერგიულ რეაქციები (სახის, ტუჩების და/ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, მაღალი სიცხე, ტკივილები კუნთებში, გამონაყარი კანზე). – ზოგჯერ შესაძლებელია სახის ჰიპერემია, წარმოიშვას ჰიპოტენზია, ხშირი გულისცემა, ძილიანობა, ყაბზობა, გულისრევის შეგრძნება თავბრუ, თავის ტკივილი, ასთმა, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. – ზოგჯერ შესაძლებელია სისხლში აღინიშნოს ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება. – თუ პრეპარატის მიღების დროს განვითარდა არასასურველი ან არასასიამოვნო მოვლენები, რომლებიც არ არის აღნიშნული პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში, პრეპარატის მიღება წყდება და პაციენტი მიმართავს ექიმს კონსულტაციისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები