იცით ნუროფენი® საბავშვოს რა უკუჩვენებები აქვს?

ნუროფენი® საბავშვოს უკუჩვენებებია:. • ჰიპერმგრძნობელობა იბუპროფენის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ; • ბრონქიალური ასთმის, ცხვირის და ცხვირის დანამატი წიაღების მორეციდივე პოლინოზის, და აცეტილალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (ასაპ) აუტანლობის სრული ან არასრული კომბინაცია (მათ შორის ანამნეზში).  • სისხლდენა ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის პერფორაცია ანამნეზში, პროვოცირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (ასაპ) • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (მათ შორის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) ან წყლულოვანი სისხლდენა აქტიურ ფაზაში ან ანამნეზში (წყლულოვანი დაავადების ან წყლულიდან სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი). • ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში. • თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), დადასტურებული ჰიპერკალიემია. • დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, პერიოდი აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდეგ. • ცერებროვასკულარული ან სხვაგვარი სისხლდენა. • ჰემოფილია და სისხლის შედედების სხვა დარღვევები (მათ შორის ჰიპოკოაგულაცია), ჰემორაგიული დიათეზი. • ორსულობა (III ტრიმესტრი); • ფრუქტოზას აუტანლობა. • 5 კგ-მდე ბავშვის სხეულის მასა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები