იცით ომეგარდს რა უკუჩვენებები აქვს?

ომეგარდის უკუჩვენებებია: ომეპრაზოლის ან მისი რომელიმე არააქტიური კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას პაციენტების მიერ ომეგარდი-ს მიღება არ შეიძლება. ორსულ ქალებში ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენება. ადექვატური მონაცემები ომეპრაზოლის ორსულ ქალებში მიერ უსაფთხოებასთან დაკავშირებით, არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით, რაიმე ტერატოგენური ეფექტი არ გამოვლენილა, მაგრამ რეპროდუქციული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი აქვს წონაში კლებას, ამიტომ, არასასურველი მოვლენების განვითარების რისკის თავიდან ასაცილებლად, ორსული ქალებისთვის ომეპრაზოლის მიღება არ არის რეკომენდირებული, სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევის გამოკლებით. ასევე არაა ცნობლი, გამოიყოფა თუ არა ომეპრაზოლი დედის რძესთან ერთად. ამიტომ, თუ ამ პრეპარატის მიღაბა არსებით აუცილებლობას წარმოადგენს, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ბავშვებში გამოყენება ბავშვებში მისი მიღების მხრივ, უსაფთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება ხანდაზმული პაციენტებისათვის ომეპრაზოლის დოზის დარეგულირება აუცილებელი არ არის. მაგრამ, ასეთ პაციენტებს შესაძლოა გამოუვლინდეს ელიმინაციის პერიოდის მცირე დაქვეითება და გაზრდილი ბიოშეღწევადობა. გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება, რადგან ომეპრაზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში და მისი ელიმინაციის ჰერიოდი სხვა პაციენტებთან შედარებით, ხანგრძილვდება. ასეთ პაციენტებში, ღვიძლის მწვავე დაავადების შემთხვევაში ამ წამლის რეკომენდირებული დოზაა 10-20მგ. გამოყენება თირკმლს ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაცენტებში, ომეპრაზოლის დოზის დარეგულირება აუცილებელი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები