იცით ოპტიბეტოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოპტიბეტოლის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ზოგიერთ პაციენტში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტები. ჩვეულებრივ, პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით. თვალის წვეთების ფორმით ბეტაქსოლოლის ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნა: ხშირად: ხანმოკლე დისკომფორტი თვალებში. ნაკლებად ხშირად: გარდამავალი ცრემლდენა. იშვიათად: რქოვანას მგრძნობელობის შემცირება, ერითემა, ქავილი, რქოვანას ლაქოვანი შეფერილობა, კერატიტი, ანიზოკორია, სინათლის შიში. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ბეტაქსოლოლმა შეიძლება შეაღწიოს სისხლში და იშვიათად გამოიწვიოს ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნება სხვა მიღების ფორმის პრეპარატის გამოყენებისას (მაგ. პერორალური მიღების ფორმის). შესაძლო გვერდითი ეფექტები: ბრადიკარდია, წინაგულის პარკუჭოვანი გამტარობის დაქვეითება, ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა, კიდურების გაყინვა და გალურჯება დიდი ფიზიკური დატვირთვისას, ტკივილი წვივის არეში, დაღლილობა, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, სტუპორი, იმპოტენცია, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, დეპრესია, ღამის კოშმარები, დისპეფსია, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება, განსაკუთრებით ასთმით დაავადებულებში, გამონაყარი, ქსეროფთალმია. პრეპარატმა შეიძლება შენიღბოს ჰიპერთირეოზისა და ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება) განვითარება. ოპტიბეტოლი 0.5% გამოყენების პერიოდში ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს სხვა გვერდითი ეფექტები. არასასურველი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, მათ შორის ისეთი ეფექტებისას, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები