იცით ორნიფლოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორნიფლოქსის გვერდითი მოვლენებია: ციპროფლოქსაცინის გვერდითი   ეფექტები:ხშირი გვერდითი ეფექტები (1-დან 10-მდე ყოველ 100 პაციენტში): • გულისრევა, დიარეა, ღებინება • ტრანსამინაზების მატება სისხლში • გამონაყარი ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (1-დან 10-მდე ყოველ 1000 პაციენტში): • სოკოვანი სუპერინფექცია • ეოზინოფილების, სისხლის თეთრი უჯრედების, კონცენტრაციის მატება სისხლში • მადის დაქვეითება (ანორექსია) • ჰიპერაქტივობა ან აგზნება • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის პრობლემები ან მადის დარღვევა • ღებინება, მუცლის ტკივილი, მონელების დარღვევა (მოუნელებლობა/გულძმარვა) ან ბოყინი • სისხლში სხვადასხვა ნივთიერების კონცენტრაციის მატება (ტრანსამინაზები და/ან ბილირუბინი) • გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება • მყესების ტკივილი • კუნთებისა და ძვლების ტკივილი, ასთენია ან ცხელება • ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაციის მატება (ღვიძლის ერთ-ერთი ფერმენტი) • სისხლის შემადედებელი უჯრედების რაოდენობის მატება ან კლება • ძილიანობა • წონასწორობის დარღვევა • ჰალუცინაციები • დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა ან გაღიზიანების შეგრძნება • შეგრძნებათა დაქვეითება • კრუნჩხვები • თავბრუსხვევა • მხედველობის დარღვევა • სმენის დაქვეითება • გულისცემის სიხშირის გაზრდა • სისხლძარღვთა გაფართოება • ჰიპოტენზია • ღვიძლის გარდამავალი უკმარისობა • ჰეპატიტი • თირკმლის უკმარისობა • შეშუპება იშვიათი გვერდითი ეფექტები (1-დან 10-მდე ყოველ 10000 პაციენტში): • ნაწლავის ანთება (კოლიტი) ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე (ძალიან იშვიათად შესაძლოა იყოს ფატალური) • სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილება (ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი, ნეიტროპენია, ანემია), სისხლის შემადედებელი უჯრედების (თრომბოციტების) მატება ან დაქვეითება • ანემია • ალერგიული რეაქცია, შეშუპება ან კანისა და ლორწოვანი გარსების მწვავე შეშუპება (ანგიოედემა) • სისხლში შაქრის დონის მატება • შფოთვა • ღამის კოშმარები • დეპრესია • ტრემორი • ტინიტუსი • სინკოპე • სუნთქვის გაძნელება (ასთმურის ჩათვლით) • ღვიძლის უკმარისობა • ღვიძლის ანთება (არაინფექციური) • სინათლისადმი მგრძნობელობის მატება • არასპეციფიკური ბუშტუკები (სითხიანი) • კუნთების ტკივილი • რევმატიზმი • ჩონჩხის და კუნთების ტკივილი • თირკმლის დაზიანება • შარდში მარილების მატება • თირკმლის ანთება • ოფლიანობა • სისხლის შედედების დარღვევა • ამილაზას (საჭმლის მომნელებელი ფერმენტი) მატება • სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება • ძვლის ტვინის დეპრესია (ლეტალური) • ფსიქოლოგიური რეაქციები • შაკიკი • ყნოსვის დარღვევა • სმენის დაქვეითება • სისხლძარღვთა კედლების ანთება (ვასკულიტი) • პანკრეასის ანთება • ღვიძლის დაზიანება (ძალიან იშვიათად ლეტალურ უკმარისობამდე) • სიწითლით მიმდინარე კანის დაავადებები • კუნთებისა და ძვლების დამაკავშირებელი მყესის გახლეჩა (ძირითადად აქილევსის მყესის) ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (1-ზე ნაკლები ყოველ 10000 პაციენტში): • სისხლის წითელი უჯრედების განსაკუთრებული დაქვეითება (ჰემოლიზური ანემია) • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ფატალური კლება (აგრანულოციტოზი) • მწვავე ალერგიული რეაქციები • შრატისმიერი დაავადების მსგავსი რეაქცია • ატაქსია • შეგრძნებათა გაძლიერება • ქალასშიდა წნევის მატება (ინტრაკრანიული ჰიპერტენზია) • ფერების აღქმის დარღვევა • მცირე წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პეტექიები), კანზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარი (მაგ.: სტივენს-ჯონსის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) • კუნთოვანი სისუსტე • კუნთების ანთებითი დაავადება (მიასთენია გრავის) • მყესების ანთება • სიარულის დარღვევა უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია: • პერიფერიული ნეიროპათია და პერიფერიული ნერვების დიდი რაოდენობის დაზიანებით მიმდინარე დაავადებები (პოლინეიროპათია) • გულის რითმის დარღვევა (Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, ვენტრიკულური არითმია, ციმციმი და თრთოლვა) • ართროპათია, ბავშვებში მყესების დაზიანებით მიმდინარე დაავადებები ორნიდაზოლის გვერდითი   ეფექტები:• ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება, კანის დაავადებები • თავის ტკივილი • კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ გულისრევა, ღებინება, სიყვითლე • ცალკეულ შემთხვევებში თავბრუსხვევა, ტრემორი, რიგიდობა, კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვები, დაღლილობა, ვერტიგო, პერიფერიული ნეიროპათია, გონებისა და მგრძნობელობის გარდამავალი დაბინდვა ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივი სიმპტომების ერთობლიობა • გემოვნების დარღვევა და კანის რეაქციები, ღვიძლის მარკერების მაჩვენებლების გადახრა სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები