იცით ოფლოქსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოფლოქსინის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გასტრალგია, ანორექსია, ღებინება, გულისრევა, დიარეა, მეტეორიზმი, აბდომინალური ტკივილები, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ქოლესტაზური სიყვითლე, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოძღაობის დარღვევა, ტრემორი, კრუნჩხვები, კიდურების დაბუჟება და პარესთეზიები, ინტენსიური სიზმრები, “კოშმარული” სიზმრები, ფსიქოტური რეაქციები, შფოთიანობა, აგზნებული მდგომარეობა, ფობიები, დეპრესია, ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, ქალასშიდა წნევის მომატება. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ტენდინიტი, მიალგიები, ართრალგიები, ტენდოსინოვიტი, მყესის გაწყვეტა, რაბდომიოლიზი, კუნთების სისუსტე. გრძნობის ორგანოების მხრივ: ფერთა აღქმის დარღვევა, დიპლოპია, გემოს, სუნის შეგრძნების, სმენისა და წონასწორობის დარღვევა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის შემცირება, ვასკულიტი, კოლაფსი. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ალერგიული პნევმონიტი, ალერგიული ნეფრიტი, ეოზინოფილია, ცხელება, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, სტივენს-ჯონსონისა და ლაიელის სინდრომი, მულტიფორმის ექსუდატიური ერითემა, ანაფილაქსიური შოკი. კანის საფარის მხრივ: წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პეტექიები), ბულოზური ჰემორაგიული დერმატიტი, პაპულოზური გამონაყარი ქერქით, რომელიც ადასტურებს სისხლძარღვთა დაზიანებას (ვასკულიტი). სისხლის წარმომქმნელი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ჰემოლიზური და აპლასტიური ანემია. საშარდე სისტემის მხრივ: მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანას შემცველობის მომატება. სხვა: დისბაქტერიოზი, სუპერინფექცია, ჰიპოგლიკემია (შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში), ფოტოსენსიბილიზაცის, ვაგინიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები