იცით ოქსიტოცინს რა უკუჩვენებები აქვს?

ოქსიტოცინის უკუჩვენებებია: • მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.  • საშვილოსნოს ჰიპერტონუსი, მექანიკური დაბრკოლება, ნაყოფის დისტრესი.  ნებისმიერი მდგომარეობა, დამოკიდებული დედაზე ან ბავშვზე, რომლის დროსაც თვითნებური მშობიარობა და/ან მშობიარობა ბუნებრივი გზით უკუნაჩვენებია:   • კლინიკურად ვიწრო მენჯი; • ნაყოფის არასწორე მდებარეობა; • პლაცენტის ცენტრალური წინამდებარეობა ან პლაცენტის გვერდითი წინამდებარეობა;  • პლაცენტის განშრევება; • ჭიპლარის წინამდებარეობა ან პროლაფსი; • საშვილოსნოს გადაჭარბებული დაჭიმულობა და ჩახევის საფრთხე, როგორც მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს; • პოლიჰიდროამნიონი; • მრავალჯერად ნამშობიარები პაციენტები (5 ან მეტი მშობიარობა) საშვილოსნოს ჩახევის მომატენულ რისკთან დაკავშირებით; • საშვილოსნოზე ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის არსებობის დროს, კლასიკური საკეისრო კვეთის ჩათვლით.  არ არის რეკომენდირებული ოქსიტოცინის ხანგრძლივად გამოყენება პაციენტებში სამშობიარო ფუნქციის მდგრადი სისუსტით, რეზისტენტობის ნიშნებით ოქსიტოცინით თერაპიისადმი, მძიმე ტოქსიკოზით ან გამოხატული გულ-სისხლძარღვთა დარღვევებით.  ოქსიტოცინი არ უნდა იქნას გამოყენებული ვაგინალური პროსტოგლანდინების შეყვანიდან 6 საათის განმავლობაში.  სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის სხვა ზომები გამოყენებისას ოქსიტოცინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული შემდეგი პირობების დროს, უჩვეულო გარემოებების გამოკლებით:  • ნაადრევი მშობიარობა; • კლინიკურად ვიწრო მენჯი (ნაყოფის თავის და მშობიარეს მენჯის ზომების შეუსაბამობა); • ქირურგიული ოპერაციები საშვილოსნოს ყელზე ან საშვილოსნოზე ანამნეზში, საკეისრო კვეთის ჩათვლით; • საშვილოსნოს გადაჭარბებული დაჭიმულობა; • მრავალნაყოფიანი ორსულობა; • საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კარცინომა.  არ არის რეკომენდირებული ოქსიტოცინის გამოყენება მშობიარობის ინდუქციისთვის ნაყოფის თავის ან მენჯის გამოჩენამდე. ფაქტორების კომბინაციის მრავალფეროვნების მიზეზით, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ზემოთ ხსენებული პირობების შემთხვევაში, “უჩვეულო გარემოებების” განსაზღვრა უნდა ხდებოდეს ექიმის შეხედულებისამებრ.  გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იქნას პოტენციური სარგებელის, რომელიც შეიძლება მოიტანოს ოქსიტოცინმა ამ შემთხვევაში, და იშვიათი, მაგრამ გარკვეული ალბათობის სათანადო შეფასების შედეგად იმისა, რომ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ჰოპერტონუსი ან ტეტანია.     საშვილოსნოს კუმშვადი აქტივობის ინდუქციისა ან სტიმულირებისთვის ოქსიტიცინი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ინტრავენურად და სათანადო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ სტაციონარის პირობებში. ყოველი პაციენტი, რომელიც იღებს ინტრავენურ ინფუზიას ოქსიტოცინით, უნდა იმყოფებოდეს ნასწავლი პერსონალის უწყვეტი დაკვირვების ქვეშ, რომლებისთვისაც კარგადაა ცნობილი პრეპარატი და საკმაოდ კვალიფიცირებულნი არიან, რათა მოახდინონ გართულებების იდენტიფიკაცია. კვალიფიცირებული ექიმი, რომელსაც აქვს უნარი გაუმკლავდეს ნებისმიერ გართულებას, ყოველთვის ახლოს უნდა იმყოფებოდეს.  ოქსიტოცინის შეყვანის დროს გართულებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია შემდეგის მუდმივი კონტროლი: • საშვილოსნოს კუმშვადობა; • ნაყოფის და მშობიარეს გულის შეკუმშვების სიხშირე; • მშობიარეს არტერიული წნევა.  საშვილოსნოს ჰიპერაქტივობის შემთხვევაში ოქსიტოცინის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს; ოქსიტოცინით ინდუცირებული საშვილოსნოს კუმშვადი ფუნქციის სტიმულაცია ჩვეულებრივ მცირდება ძალიან მალე პრეპარატის შეყვანის შეწყვეტიდან.  სწორად გამოყენების დროს ოქსიტოცინი უნდა ასტიმულირებდეს საშვილოსნოს შეკუმშვის ფუნქციას საშვილოსნოს შეკუმშვის ნორმალური ფუნქციის მსგავსად. საშვილოსნოს გადაჭარბებული სტიმულირება არასწორი შეყვანისას შეიძლება სახიფათო იყოს როგორც მშობიარესთვის, ასევე ნაყოფისთვის. სათანადო შეყვანის და ადექვატური დაკვირვების დროსაც კი პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა ოქსიტოცინისადმი, შეიძლება აღინიშნოს ჰიპერტონიული შეკუმშვები.  აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული მომატებული სისხლის დაკარგვის და აფიბრინოგენემიის შესაძლებლობა პრეპარატის გამოყენების დროს.  არსებობს შეტყობონებები მშობიარეების დაღუპვის შესახებ ჰიპერტონიული ეპიზოდების, სუბარაქნოიდალური სისხლდენების, საშვილოსნოს ჩახევის მიზეზით, და ნაყოფის დაღუპვის შესახებ სხვადასხვა მიზეზებით, პარენტერალური მშობიარობის მასტიმულირებელი სამკურნალო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით საშვილოსნოს კუმშვადობის ფუნქციის ინდუქციისათვის ან მშობიარობის დაჩქარებისთვის მშობიარობის პირველ და მეორე პერიოდებში. მშობიარობის ფარმაკოლოგიური სტიმულირების იშვიათ შემთხვევებში უტეროტონიული პრეპარატების გამოყეება ზრდის დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების გაჩენის რიკს (დსშ-სინდრომი). ეს რისკები დაკავშირებულია ფარმაკოლოგიურ ინდუქციასთან მთლიანობაში, და არა რომელიმე კონკრეტულ პრეპერატთან. ეს რისკი იზრდება, კერძოდ, თუ ქალს გააჩნია დსშ-სინდრომის განვითარების რისკის დამატებითი ფაქტორები, როგორიცაა 35 და მეტი წლის ასაკი, გართულებები ორსულობის დროს და 40 კვირაზე მეტი ორსულობის ვადა. ოქსიტოცინი ან ნებისმიერი ალტერნატიული პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული ქალების ამ კატეგორიისათვის და ექიმს უნდა ახსოვდეს დსშ-სინდრომის განვითარების შესაძლებლობის შესახებ.  როდესაც ოქსიტოცინი გამოიყენება საშვილოსნოდან სისხლდენის პროფილაქტიკისთვის ან მკურნალობისთვის, თავი უნდა ავარიდოთ სწრაფ ინტრავენურ შეყვანას, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის ხანმოკლე დაცემა, თანმხლები რეფლექტორული ტაქიკარდიით.  ოქსიტოცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მიოკარდის იშემიისადმი მიდრეკილებით წინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად (როგორიცაა ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, გულის სარქველების დაზიანებები და/ან გულის იშემიური დაავადება, კორონარული ვაზოსპაზმის ჩათვლით) ამ პაციენტებში არტერიული წნევის და გულის შეკუმშვების სიხშირის მნიშვნელოვანი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად.  ნაყოფის სიკვდილის და/ან ამნიოტურ სითხეში მეკონიუმის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია მშობიარობის ფუნქციის ჭარბი სტიმულირებისაგან თავის არიდება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ემბოლია სანაყოფე წყლებით.  რადგანაც ოქსიტოცინს გააჩნია მცირე ანტიდიურეზული აქტივობა, მაღალ დოზებში მისი ხანგრძლივი ინტრავენური შეყვანისას დიდი მოცულობის სითხესთან კომბინაციაში, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს გაყინული  ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდგომი სისხლდენის თერაპიაში, შეიძლება აღინიშნოს წყლის ინტოქსიკაცია, ასოცირებული ჰიპონატრიემიასთან.     ოქსიტოცინის კომბინირებულმა ანტიდიურეზულმა ეფექტმა და სითხის შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სითხით გადატვირთვა, რაც იწვევს ფილტვების მწვავე შეშუპების ჰემოდინამიურ ფორმას ჰიპონატრიემიის გარეშე. ამ იშვიათი გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სიფრთხილის შემდეგი ზომების დაცვა: მაღალი დოზების დანიშვნისას აუცილებელია ოქსიტოცინის ნელა შეყვანა: გამხსნელის სახით გამოყენებული უნდა იქნას ელექტროლიტების შემცველი ხსნარები (არა დექსტროზა), შესაყვანი სითხის მოცულობა, პერორალური გამოყენების ჩათვლით, უნდა შეიზღუდოს; საჭიროა სისხლის შრატის ელექტროლიტების კონტროლირება.  რეკომენდირებუია სიფრთხილის დაცვა პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით წყლის შესაძლო შეკავების და ოქსიტოცინის შესაძლო დაგროვების გამო.   არ შეიძლება ოქსიტოცინის ერდროულად შეყვანის რამდენიმე გზით დანიშვნა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები