იცით პაბი-დექსამეტაზონს რა უკუჩვენებები აქვს?

პაბი-დექსამეტაზონის უკუჩვენებებია: სამკურნალო საშუალების პაბი-დექსამეტაზონი არ უნდა გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში: – მომატებული მგრძნობელობა დექსამეტაზონის ან სამკურნალო საშუალებისს რომელიმე კომპონენტის მიმართ – სისტემური ინფექციები, თუ არ გამოიყენება ინფექციის საწინააღმდეგო თერაპია. – “ცოცხალი ვაქცინებით” იმუნიზაცია. პრეპარატი პაბი-დექსამეტაზონი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ თერაპიული მიზნით საჭიროა დექსამეტაზონის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება. მისი დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათანობით. გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღებისას შესაძლოა აღინიშნებოდეს ფსიქიური დარღვევები ეიფორიით, უძილობით, ხასიათის ცვლილებით, მძიმე დეპრესიით დაწყებული, ფსიქოზურ სიმპტომებამდე. აუცილებელია აცნობოთ ექიმს იმის შესახებ, თუ აღებიშნება პაციენტს, ან მის ახლო ნათესავს ემოციური ლაბილობა, ფსიქიური დარღვევები ან ანამნეზში ისეთი დაავადებები, როგორიცაა დეპრესია ან მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომი. ამ დაავადებების თანმხლები სიმპტომები გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედებით შესაძლოა გაღრმავდეს. გლუკოკორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა შენიღბონ ანთების სიმპტომები და მათი მიღების პერიოდში შეიძლება განვითარდეს ახალი ინფექციები. გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების პერიოდში შეიძლება დაქვეითდეს ინფექციისადმი წინააღმდეგობის და მისი ლოკალიზაციის უნარი.  პაციენტებში, რომლებიც გადიან პრედნიზოლონით მკურნალობის კურსს, არ შეიძლება ცოცხალი ვაქცინებით იმუნიზაციის ჩატარება (მაგ. ყვავილი, წითელა), ნევროლოგიური დარღვევების განვითარების რისკის და იმუნიზაციის არაეფექტურობის გათვალისწინებით.  აუცილებელია აცნობოთ ექიმს გადატანილი ინფექციური დაავადებების, როგორიცაა ჩუტყვავილა, წითელა, ჩატარებული აცრების, ასევე ზემოთ აღნიშნული დაავადებით შესაძლო დაინფიცირების შესახებ. დექსამეტაზონის მიღების დროს აუცილებელია თავი აარიდოთ კონტაქტს ვირუსულ დაავადებებთან (ყვავილი, წითელა), განსაკუთრებით თუ თქვენ არ გაქვთ გადატანილი ეს დაავადებები წარსულში. გლუკოკორტიკოსტეროიდებმა შესაძოა გამოიწვიონ ლატენტური ამებიაზის აქტივაცია. განსაკუთრებული სიფრთხილეს გამოჩენაა საჭირო გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შემდეგი დაავადებების არსებობისას (უნდა აცნობოთ ექიმს მათ შესახებ დექსამეტაზონის მიღების დაწყებამდე):  – ოსტეოპოროზი (მომატებული რისკი ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში), – ჰიპერტენზია ან გულის შეგუბებითი უკმარისობა, – მძიმე ფსიქიური დაავადებები (განსაკუთრებით პოსტსტეროიდული) ამჟამად ან ანამნეზში, – შაქრიანი დიაბეტი (ან შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი), – ტუბერკულოზი ანამნეზში, – გლაუკომა (ან გლაუკომის ოჯახური ანამნეზი), – კუნთების სისუსტე, რომელიც გამოწვეულია გლუკოკორტიკოსტეროიდებით ანამნეზში, – ღვიძლის უკმარისობა, – თირკმლის უკმარისობა, – ჰიპოთირეოზი, – ეპილეფსია, – კუჭის ლორწოვანის დაწყლულება, – შაკიკი, – ზრდის სეფერხება, – ზოგიერთი ჰელმინთური დაავადებები. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნისას მიოკარდიუმის ინფარქტის ახლო წარსულში გადატანის შემდეგ. გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს მძიმე ანაფილაქტოიდური რეაქციები, ისეთები, როგორიცაა ყიის შეშუპება, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით პაციენტებში ანამნეზში ალერგიით. აუცილებელია მიმართოთ ექიმს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ მოყვანილი გაფრთხილებები ეხება სიტუაციებს, რომელსაც ადგილი ქონდა წარსულში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები