იცით პანტო-დენკი 40-ის რა უკუჩვენებები აქვს?

პანტო-დენკი 40-ის უკუჩვენებებია: – თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერსენსიტიულია) პანტოპრაზოლის, სოიოს, მიწის თხილის ან პანტო-დენკ 40-ში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ; – თუ პაციენტი მკურნალობს პრეპარატით, რომლის აქტიური ნივთიერებაა ატაზანავირი (გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ); – ჰელიკობაქტერია პილორის კომბინირებული თერაპიის დროს, თუ პაციენტს აწუხებს საშუალო ან მძიმე თირკმელის და ღვიძლის დაავადებები.  პანტო-დენკ 40 ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით: – თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება. ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, რადგან მან უნდა გადაწყვიტოს საჭიროა თუ არა დოზის დარეგულირება; – თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება ვიტამინი B12-ის ნაკლებობა. აღნიშნული უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, რათა მან გააკონტროლოს B12-ს დონე.  – თუ პაციენტმა უახლოეს პერიოდში დაიკლო წონაში ან აღენიშნება განმეორებითი ღებინება, ყლაპვის გაძნელება ან სისხლიანი ღებინება, ან თუ გამოვლინდება სისხლიანი განავალი ან ძალიან მუქი განავალი, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. ექიმმა შესაძლებელია ჩაატაროს დამატებითი კვლევები (მაგ. გასტროსკოპია, რითაც ხდება საყლაპავის, კუჭის და ნალწავების ზედა ნაწილის ვიზუალური დათვალიერიება). თუ აღნიშნული პრეპარატით ჩატერებული შესაბამისი მკურნალობის მიუხედავად სიმპტომები მაინც გრძელდება, მაშინ ეს უნდა ეცნობოს ექიმს.  – თუ პაციენტი მკურნალობს პანტო-დენკ 40-ით 3 თვეზე მეტ ხანს მაგნიუმის დონე ორგანიზმში შიძლება დაეცეს. მაგნიუმის დაბალი დონე თავის მხრივ იწვევს გამოფიტვას, კუნთის სპაზმს, კონფუზიას, კრუნჩხვას, თავბრუსხვევას, გულის რითვის მომატებას. თუ პაციენტს აწუხებს რომელიმე მათგანი უნდა მიაკითხოს მკურნალ ექიმს. მაგნიუმის დაბალი დონე იწვევს ასევე კალიუმის და კალციუმის დონის დაკლებას სისხლში. მკურნალი ექიმი რეგულარულად ჩაატარებს გამოკვლევებს მაგნიუმის დონესთან დაკავშირებით. – თუ პაციენტი მკურნალობს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორით, როგორიცაა პანტო-დენკ 40, 1 წელზე მეტ ხანს, შეიძლება მცირედად გაზარდოს ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. ასეთ შემთხვევაში უნდა ეცნობოს მკურნალი ექიმს თუ პაციენტს აქვს ოსტეოპოროზი, ან თუ პაციენტი ღებულობს ცორტიკოსტეროიდებს (რაც ზრდის ოსტეოპოროზის რისკს).  12 წლამდე ასაკის ბავშვები პანტო-დენკ 40 არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკში ამჟამად არ არსებობს პანტო-დენკ 40-ით მკურნალობის გამოცდილება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები