იცით პეგინტრონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პეგინტრონის გვერდითი მოვლენებია:  როგორც ყველა მედიკამენტს, პეგინტრონს ახასიათებს გვერდითი მოვლენები. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები:  სიწითლე და გაღიზიანება ინექციის ადგილას, სისუსტე, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, სიცხე, თავის ტკივილი, გაციება, წონაში დაკლება, მადის დაქვეითება, სურდო, დიარეა, მუცლის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, დეპრესია, აგზნება ან ნერვიულობა, კონცენტრაციის გაძნელება, უძილობა, თმების ცვენა, ხორხის მგრძნობელობის მომატება. სხვა საერთო გვერდითი მოვლენები:  ქავილი, მშრალი კანი, ნერვიულობა, ცუდად ყოფნის შეგრძნება, ჭარბი ოფლიანობა, ტკივილი მარჯვენა მხარეს ნეკნების გასწვრივ, გამონაყარი, პირის სიმშრალე, სუნთქვის გაძნელება, ვირუსული ინფექციები, ძილიანობა, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია (რაც იწვევს დაღლილობის შეგრძნებას), გულმკერდის არეში ტკივილი, დიარეა, დაბუჟება, ხველა, აგზნება სინუსიტი, ხორხის მომატებული ან დაკლებული მგრძნობელობა, მეტეორიზმი, ლიბიდოს დაქვეითება, კანის სიწითლე, თვალის ტკივილი ან ინფექცია, ყაბზობა, ცხვირის ლორწოს შეშუპება, გაძნელებული მენსტრუალური პერიოდი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები:  გულმკერდის არეში ტკივილი, გულის ცემის შეგრძნება, სუნთქვის პრობლემები, თავბრუ, დეპრესია, დაბუჟება, ძილიანობა, კონცენტრაციის შეუძლებლობა, კუჭის ძლიერი ხასიათის ტკივილი, სიცხე ან გაცივება, რომელიც იწყება მკურნალობის შემდეგ და გრძელდება რამოდენიმე კვირა,  წელის ტკივილი, მხედველობის და სმენის პრობლემა, სერიოზული სისხლდენა ცხვირიდან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები