იცით პეგინტრონს რა უკუჩვენებები აქვს?

პეგინტრონის უკუჩვენებებია: * მგრძნობელობა (ალერგია) ალფა-2ბ ინტერფერონისადმი ან პეგინტრონის სხვა ინგრედიენტისადმი; * მომატებული მგრნობელობა (ალერგია) სხვა ინტერფერონებისადმი; * აუტოიმუნური ჰეპატიტი ან იმუნური სისტემის სხვა პრობლემა; * სერიოზული ნევროზი ან ფსიქიური დაავადებები; * ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ჩიყვის სახით, რომელიც არ არის კონტროლირებადი წამლებით; * სხვა გართულებანი,  ღვიძლის  მძიმე დაავადება (C ჰეპატიტის გარდა); * თუ აღინიშნება თირკმელების სერიოზული დაავადება; * კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება; * ორსულობის დროს; პეგინტრონი სიფრთხილით ინიშნება: * გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; * ღვიძლის დაავადებები (C ჰეპატიტის გარდა), თუ პაციენტი მკურნალობდა დეპრესიას, სხვა რომელიმე ნერვულ დაავადებას ან ფსიქიურ დაავადებას; *დიაბეტიან ავადმყოფებში საჭიროა თვალის გამოკვლევა; * თუ აღინიშნება სუნთქვის სისტემის ან სისხლის სერიოზული დაავადება; * ფსორიაზის კლინიკა შეიძლება დამძიმდეს; * თუ განვითარდა სერიოზული ალერგიული რეაქციების სიმპტომები (ისეთები როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, სპაზმი), აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება; * თუ განვითარდა სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებული არიან გრიპთან ან სხვა რესპირატორულ ინფექციებთან, რომლებიც იწვევენ ცხელებას, ხველებას ან სუნთქვის გაძნელებას, მიმართეთ ექიმს; *შეატყობინეთ ექიმს თუ იღებთ ჩინურ ჰერბალურ მედიკამენტს შოსაიკოტოს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები